| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოში 15-29 წლის ასაკის 191.7 ათასი დასაქმებულიდან 48.7%-ს, მხოლოდ სრული ზოგადი განათლება აქვს, - აღნიშნულის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ,
მონაცემების თანახმად, სამუშაო ძალას 15-29 წლის ასაკის სულ 261.6 ათასი ახალგაზრდა წარმოადგენს, მათგან დასაქმებულია 191.7 ათასი ადამიანი (155.0 ათასი დაქირავებით დასაქმებული, 36.7 ათასი თვითდასაქმებული), 69.9 ათასი კი დაუსაქმებელია.
რაც შეეხება 15-29 წლის ასაკის მოსახლეობას შორის დასაქმების მაჩვენებლებს განათლების მიღწეული დონის მიხედვით, დასაქმებულთა 6%-ს მხოლოდ დაწყებითი ან საბაზო განათლება აქვს; 48.7%-ს სრული ზოგადი; 8.3%-ს პროფესიული; 37.0%-ს უმაღლესი 0.1% კი განათლების გარეშეა.
სტატისტიკა ასევე ასახავს უმუშევართა შორის განათლების დონის მაჩვენებელსაც - 15-29 ასაკის დაუსაქმებელი ახალგაზრდებიდან 24.1%-ს უმაღლესი განათლება აქვს; 63.2% სრული ზოგადი განათლების მქონეა; 7.5%-ს დაწყებითი ან საბაზო განათლება აქვს; პროფესიული 5.1%-ს; განათლების გარეშე კი 0.1%-ია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა