სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო, პიროვნება, ინტერვიუ

„მახარებს ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებ“- ანა ანუშიძეს, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელს, მიმდინარე სასწავლო წელს დიდი გეგმები აქვს
21-09-2024
-
+


ბათუმის N2 საჯარო სკოლისა და ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგ ანა ანუშიძეს, რომელიც მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი გახდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრწყინვალე კარიერა აქვს. 

გარდა იმისა, რომ სკოლაში მუშაობს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებიც ჰყავს. ასევე, მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზეც ასწავლის. 

ანა ანუშიძე საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი, მენტორი მასწავლებელი, ზოგადი განათლების რეფორმის ექსპერტი - საზოგადოებრივ მეცნიერებებში, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი გახლავთ. 

როგორც ის etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, იმ ემოციას, როდესაც პრემიის მფლობელად დაასახელეს, ვერაფერს შეადარებს. განსაკუთრებით გახარებული კი იმ ფაქტითაა, რომ მისი მიღწევით სასკოლო საზოგადოება და მთელი აჭარა ამაყობს.

მასწავლებელს მიმდინარე სასწავლო წლისთვის დიდი გეგმები აქვს, მათ შორის, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ანიმაციების შექმნა, მათემატიკის ციფრულ რესურსებზე მუშაობის დასრულება და დამხმარე სახელმძღვანელოს გამოქვეყნებაა. 

აღსანიშნავია, რომ ანა ანუშიძე მხოლოდ ერთი მიმართულებით არ მუშაობს, ამას მისი განხორციელებული საქმეები და სამომავლო გეგმებიც ცხადყოფს. ამ და სხვა საინტერესო საკითხზე მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელმა etaloni.ge-სთან ისაუბრა. 

- მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე სკოლამ წარგადგინათ, რა შეგრძნება იყო ეს თქვენთვის?

- დიახ, გასული სასწავლო წლის დასასრულს, პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, სკოლის დირექტორმა ქალბატონმა მარისა აბაშიძემ, გაწეული საქმიანობისთვის, მადლობის სიგელი გადმოგვცა. შემდეგ, დეტალურად ისაუბრა და აღინიშნა, რომ სასკოლო საზოგადოების სახელით, მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე წარმადგენდნენ. ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იყო, რომ დიდი ისტორიის მქონე სკოლამ ასეთი რამ გადაწყვიტა. ეს ჩემთვის განსაკუთრებული მოტივაციისა და სიხარულის მიზეზი იყო.

- რაც შეეხება დაჯილდოების დღეს, რა მოლოდინი გქონდათ?

- ზუსტად არ ვიცოდი, ცერემონია როდის გაიმართებოდა, მაგრამ მინდოდა, რომ უბრალოდ დავსწრებოდი. უკვე მეორე წელია, ეს დღე თითოეული მასწავლებლისთვის ამაღელვებელია. მოსაწვევი წინა დღით მივიღე და როდესაც კოლეგებთან ერთად მივედი, ბუნებრივია, რომ განსაკუთრებულად ვღელავდი. როდესაც საკუთარი სახელი გავიგე, ეს განსაკუთრებული შეგრძნება იყო - ვერ აღგიწერთ, რა ემოცია იყო. როგორც კი პრემია გადმომცეს და ადგილებზე დავბრუნდით, დავინახე, რომ პირველი მოლოცვები ჩემი სკოლის დირექტორისგან, მასწავლებლებისგან მოვიდა და დაჯილდოების ფრაგმენტები სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელებული იყო. ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ ჩემი სკოლა და აჭარა ჩემი გამარჯვებით ამაყია.  

ჩვენ ახლა იმდენად სავსე ვართ ახალი იდეებით, რომ დიდი იმედი მაქვს, მიმდინარე წელს, სკოლის სახელით, ძალიან ბევრი ეროვნული პროექტის პრეზენტაციას მოვასწრებთ.








- ალბათ, თქვენი მოსწავლეები განსაკუთრებულად გგულშემატკივრობდნენ...

- მინდა აღვნიშნო, რომ ეს, პირველ რიგში, მათთვის არის მოტივაცია. ისინი ყოველდღიურად ხედავენ საკუთარ მასწავლებელს, მათ შრომას და როდესაც ნახეს, რომ ეს აღნიშვნის ღირსია, უხარიათ. ეს მათ თვალებში ჩანს. გარდა ამისა, რამდენიმე მოსწავლემ მითხრა, რომ დაფიქრდა, სამომავლო პროფესიად მასწავლებლობა ხომ არ აერჩია, რაც ძალიან გამიხარდა.

მე სამაგისტრო და მასწავლებლის 60-კრედიტიან პროგრამაზე სტუდენტებიც მყავს - მომავალი მასწავლებლები. მათთვის ეს განსაკუთრებული მოტივაცია იყო. პოზიტიური ემოციებითა და სიხარულით სავსე ვარ.

- სტუდენტები ახსენეთ, გარდა სკოლისა, სად ასწავლით?

- ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატის სტუდენტები მყავს. ასევე, მაგისტრანტებს განათლების ადმინისტრირების პროგრამასა და პროფესიული და უწყვეტი განათლების პროგრამაზე ვასწავლი. გარდა ამისა, სტუდენტები მასწავლებლის მოსამზადებელ 60-კრედიტიან პროგრამაზე მყავს. 

იმდენად მახარებს ის, რასაც ვაკეთებ, რომ ალბათ, ყველაფერი ამიტომაც გამომდის.

- რა პროფესიული გეგმები გაქვთ 2024-2025 სასწავლო წლისთვის?

- ისე მიხარია, ამ კითხვას რომ მისვამენ. რამდენიმე პროექტი მაქვს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, წლევანდელმა ლაურეატებმა, გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივი პროექტებისთვის საერთო სივრცე შევქმნათ.

რაც შეეხება უკვე დაგეგმილ პროექტებს, მე სამოქალაქო განათლებასა და ქართულ ენაში ინტეგრირებულ დამხმარე სახელმძღვანელოზე დავასრულე მუშაობა, რომელსაც ჰქვია „პუბლიცისტური წერილები ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეებისთვის“. მას თავისი აქტივობებისა და შეფასებების რუბრიკები აქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით, რომელიმე გამომცემლობასთან ვითანამშრომლებ. ასევე, წელს, სამივე საფეხურის სკოლის მოსწავლეებისთვის, მათემატიკაში ციფრულ რესურსებზე მუშაობას ვასრულებ. მინდა, რომ წლის ბოლომდე გამოვაქვეყნო, რათა ამით სარგებლობა ყველა სკოლამ შეძლოს და მოსწავლეებს ძალიან დაეხმაროს, მათ შორის, შინსწავლების პერიოდშიც. წელს ვიწყებთ ახალ პროექტს, რაც მოიაზრებს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური სასაუბრო ანიმაციების შექმნას. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ოსი და აფხაზი დებისა და ძმების უკეთ გაგებისა და კონტაქტების გაღრმავებისთვის. წელს სკოლის ბავშვთა დაცვის ომბუდსმენი დავაარსეთ, რომელიც რამდენიმე სკოლაში უკვე მუშაობს და იმედი მაქვს, რომ მისი მასშტაბები გაფართოვდება.

ძალიან მინდა, რომ რეგიონის მასშტაბით მაინც, დაარსდეს სკოლის საავტორო რესურსების გამოფენისა და ვორქშოფის დღე. ეს იქნება წელიწადში ერთი დღე, როდესაც ყველა სკოლას ექნება ერთი სივრცე, სადაც აღნიშნულ რესურსებს გამოფენს. იქვე ვორქშოფის სახით, სხვებს ვაჩვენებთ როგორ ვამზადებთ სხვადასხვა რესურსს და ერთმანეთს ამ ცოდნას გავუზიარებთ.

- თუ სურვილი გაქვთ, გაგვიზიარეთ, პრემიის სახით მიღებული თანხის დახარჯვას რა მიზნით გეგმავთ...

- თავად ფაქტი, რომ ამ პრემიაზე წარმადგინეს და შემდეგ დავიმსახურე, ჩემთვის უკვე ძალიან დიდი საჩუქარი იყო. განსაკუთრებით ამაღელვებელი სამკერდე ნიშნის გადმოცემა იყო. რაც შეეხება ფულად ჯილდოს, ალბათ, მეტწილად ახალი საგანმანათლებლო რესურსების შექმნისას გამოვიყენებ. მინდა, რომ ზემოაღნიშნულმა დამხმარე სახელმძღვანელომ დღის შუქი იხილოს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

რა აქტივობები გელით 5 და 6 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე - პროგრამის დეტალური განრიგი

ის თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია

პიროვნება

„მასწავლებელი ანაზღაურებას გაწეული შრომის მიხედვით უნდა იღებდეს, საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე“ 



სკოლები

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


კენჭისყრის შედეგად კი გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები

5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ცხოველებს სიცოცხლის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ადამიანებს

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის

საინტერესო

დღეს შემოგთავაზებთ 3 სასკოლო თამაშს, რომლებითაც მოსწავლეები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს...

როდესაც გაკვეთილს ვიწყებ და ვუყურებ ბავშვების მომღიმარ სახეებს სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ


დღეს გაგიზიარებთ 5 რჩევას, როგორ მიიღოთ ეფექტური უკუკავშირი მოსწავლეებისგან 

მოსწავლეებს სწავლის დაწყება ახარებთ, მაგრამ, ამავდროულად, არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ სკოლაში სიარული არ მონატრებია


სიახლეები
საზოგადოება