TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

30 სკოლაში დირექტორი სამინისტრომ დისკრეციის წესით დანიშნა - ამილახვარი დეტალებზე
16-09-2024
-
+


განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 30 სკოლაში დირექტორი დისკრეციის წესით დაინიშნა.

„ჩვენ რომ პოლიტიზება გვდომებოდა, ავდგებოდით, 2000-ვე სკოლაში დისკრეციას გამოვიყენებდი და არც კომისიას, არც სამეურვეო საბჭოებს არ მივანდობდი ამას და ამას კანონის სრული საფუძვლები მაქვს. პირიქით ვქენით, საერთოდ განვერიდეთ და ერთეულ შემთხვევებში მოვახდინეთ ჩარევა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი სკოლა იყო ისეთი, სადაც დირექტორის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად განაცხადი არავინ შეიტანა და ასეთ სკოლებში კონკურსი ახლიდან უნდა გამოცხადდეს.

„ყველა საჯარო სკოლაში, სადაც ვაკანტური იყო, ან ვადა ჰქონდათ გასული, ან მოვალეობის შემსრულებელი იყო, გამოვაცხადეთ კონკურსი ქვეყნის მთელსტერიტორიაზე. ძალიან ბევრ საჯარო სკოლაში გამოცხადებულ კონკურსებში, სამწუხაროდ, არავინ შეიტანა განაცხადი. ბუნებრივია, აქ თავიდან გვექნება კონკურსი ჩასატარებელი, სხვა არანაირი ბერკეტი სამინისტროს არ ჰქონდა, როდესაც არავინ არ არის კანდიდატი, ვერც ვერავის დანიშნავ, ამიტომ დარჩა მოვალეობის შემსრულებელი ის, ვინც მანამდე მართავდა.

რაც შეეხება სხვა დანარჩენს, ან კომისიებმა შეარჩიეს და წარუდგინეს სამეურვეო საბჭოებს და მათ აირჩეს - 90%-ის განხორციელება ასე მოხდა თუ მეტის არა და მხოლოდ რამდენიმეში, თუ სწორად მახსოვს 30-მდე სკოლა იყო, სადაც იქნა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისკრეცია გამოყენებული და ბუნებრივია, ჩვენ უნდა დაგვენიშნა ის ადამიანები, ვინც კომისიამ შეარჩია და რამდენიმეჯერ ვერ მოხდა სამეურვეო საბჭოს მხრიდან არჩევა და რეალურად სკოლა მართვის საფრთხის ქვეშ იყო. ეს იყო ძალიან ინდივიდუალური ერთეული შემთხვევები. არც ერთ კანდიდატზე არ მოგვისმენია არგუმენტი, რომ ვინმე არის არაკვალიფიციური, ვინმე არ შეესაბამება სტანდარტებს და ვინმეს არ შეუძლია სკოლის მართვა“, - დასძინა ამილახვარმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება