TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საჯარო სკოლებში ინტეგრირებული სწავლება იწყება - სამინისტრომ საგანმანათლებლო დაწესებულებები შეარჩია
04-09-2024
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელდება -  ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან პროფესიული განათლება საჯარო სკოლებში შედის.

კერძოდ, სამინისტრო პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პირველად სთავაზობს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელდება.

სამინისტრო, პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად, თითოეულ სკოლაში საინფორმაციო შეხვედრებს ღია კარის დღის პრინციპით გამართავს.

ინიციატივა მე-11 კლასის მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სკოლებშივე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სასწავლო გარემოში, პრაქტიკაზე დაფუძნებით, ზოგადი განათლების პარალელურად დაეფლონ მოთხოვნად პროფესიას და მიიღონ, როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ასევე, პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ პროფესიით ან სურვილის შემთხვევაში გააგრძელონ სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე.

საპილოტე სკოლებში ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია, მოსწავლეებს სკოლის ბაზაზე, სკოლის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებში, შეეძლებათ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება