სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

მასწავლებლები TikTok-ში დღეში საშუალოდ ორ საათს ატარებენ - კვლევამ აჩვენა რაში იყენებენ ამერიკელი პედაგოგები ვიდეოპლატფორმას
10-08-2024
-
+


ამერიკელი მასწავლებლები TikTok-ში დღეში საშუალოდ ორ საათს ატარებენ და ამტკიცებენ, რომ სოციალურ ვიდეოპლატფორმაზე  ახალი სასწავლო იდეების მოსაძებნად და მოსწავლეთა კულტურის უკეთ გასაცნობად და შედიან. ჟურნალ Teaching and Teacher Education-ში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები გამოცემა EdWeek-მა გაანალიზა. 

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა. 

რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 94%-მა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელს განათლებასთან დაკავშირებული იდეების მოსაძებნად იყენებს. 90%-მა კი აღნიშნა, რომ ეს პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მათ სწავლების პრაქტიკაზე. 

გარდა ამისა, მასწავლებლები სოციალურ ქსელს მიმართავენ, რათა ახალგაზრდობის კულტურა უკეთ გაიცნონ. ამის შესახებ გამოკითხულთა 79%-მა განაცხადა.

მაგალითად, TikTok-ის წყალობით მასწავლებლები ეცნობიან ახალგაზრდულ ტრენდებს, რათა საქმის კურსში იყვნენ თუ რას განიხილავენ მოსწავლეები და რა არის მათი ინტერესის სფერო. ამასთან, ხშირად, მასწავლებლებს არ სურთ მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ თავადაც იყენებენ პლატფორმას. 

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელი შესაძლოა იყოს იდეებისა და შთაგონების წყარო, მისი გამოყენების უარყოფითი მხარეებიც მრავლდაა. როგორც გაირკვა, მასწავლებლებს არ აქვთ მკაფიო წარმოდგენა პლატფორმაზე არსებული კონფიდენციალურობის წესების შესახებ - გამოკითხულთა თითქმის ორმა მესამედმა აღნიშნა, რომ არ იცის ან ძალიან ცოტა იცის, როგორ გამოიყენება მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. კიდევ ერთი პოტენციური პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად პედაგოგებმა არ იციან, როგორ უდგება TikTok-ზე ვიდეოს გამოქვეყნებას სკოლის ხელმძღვანელობა. 

თუმცა, TikTok-ზე მასწავლებლები უფრო მეტად  დაკავებულნი არიან ვიდეორგოლების ყურებით, ვიდრე საკუთარი კონტენტის გამოქვეყნებითა და ურთიერთობით. გამოკითხულთა ნახევარზე ცოტა მეტს - 55%-ს აქვს ერთხელ მაინც აქვს საკუთარი ვიდეო TikTok-ზე განთავსებული. 

რესპონდენტები, რომლებსაც გამოუქვეყნებიათ საკუთარი კონტენტი პლატფორმაზე, აკეთებდნენ ამას:

  • სხვა მასწავლებლებისთვის - 29%;
  • მოსწავლეებისთვის - 18%;
  • მშობლებისთვის 7%. 

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ პედაგოგთა მიერ TikTok-ზე შთაგონების ძიებაც საკამათოა. ისინი აღნიშნავენ, რომ იდეებს, რომლებსაც მასწავლებლები მოკლე ვიდეორგოლებიდან იღებენ, ხშირად ზედაპირულია. დამწყებ მასწავლებლებს კი შესაძლოა შეექმნათ ცრუ წარმოდგენა, რომ სწავლებისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქარიზმას და არა ცოდნას. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
აგერ უკვე მესამე კვირაა სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა, პირველი დღის ლამაზი ემოციები კი მოსწავლეებს დღემდე მოჰყვებათ
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება