| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, განისაზღვრა იმ პირთა კატეგორია, ვისაც საგარეჯოს შიდა მარშრუტებზე – 0,25 თეთრით მგზავრობის უფლება მიეცა; ესენი არიან:
ა) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს;
ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს;
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;
დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს;
ვ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან მშობელს;
ზ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს;
თ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს;
ი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პედაგოგებს;
კ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარჩენალდაკარგულ პირებს.“;
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა