TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ამინდი გამოცდის შედეგებზე ახდენს გავლენას - მიზეზს ამერიკელი მკვლევარები განმარტავენ
28-07-2024
-
+


ჰაერის ტემპერატურას ტესტირების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა, საკითხი ოკლაჰომას უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეისწავლეს. ამასთან, ამინდის გავლენა დამოკიდებულია წელიწადის დროსა და საგანზე, რომელსაც მოსწავლე აბარებს. 

კვლევისას სპეციალისტებმა, 2014/15 - 2019/20 სასწავლო წლებში, ოკლაჰომის შტატის, ტალსას ოლქის საჯარო სკოლების მოსწავლეთა MAP Growth-ის ტესტში (მათემატიკასა და წიგნიერებაში) მიღებული შედეგები გამოიყენეს. მონაცემები კი ოკლაჰომას შტატის 120 მეტეოროლოგიური სადგურის მაჩვენებლებს შეადარეს. 

მკვლევარებმა შეაფასეს, როგორც უშუალოდ ტესტირების დღეს, ასევე წინა სამი თვის მანძილზე  დაფიქსირებული ტემპერატურის გავლენა.

მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იცვლებოდა წელიწადის განმავლობაში, რადგან MAP Growth ტესტს ატარებენ, როგორც წესი, სამჯერ - შემოდგომას, ზამთარში და გაზაფხულზე.

მაისსა და სექტემბერში ხშირად ოკლაჰომაში ცხელა, შესაბამისად ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ტესტების შედეგები ამ დროს, მაღალი ტემპერატურის გამო შედარებით დაეცემოდა. 

ჰიპოტეზა ნაწილობრივ გამართლდა: მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ტესტირების დღეს ცხელი ამინდი უარყოფითად მოქმედებს დავალების შესრულების ხარისხზე, მაგრამ ეს ეხებდა გაზაფხულის სეზონის მათემატიკის ტესტებს.

რაც იმას ნიშნავს, რომ გაზაფხულზე ცხელ დღეებში მოსწავლეები ტესტებს იმაზე უარესად უმკლავდებოდნენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო მათი წინა აკადემიური შედეგებიდან გამომდინარე. 

ამასთან, შემოდგომისა და ზამთრის სეზონის ტესტებზე ასეთი კავშირი არ აღინიშნა. მაგალითად, თუ ტესტირების დღეს ფიქსირდებოდა სეზონთან შედარებით მაღალი ტემპერატურა (მაგალითად, 30°C-ზე მეტი, 20–25°C-ის ნაცვლად), შედეგებზე გავლენას ვერ ახდენდა.

უფრო მეტიც, მოსწავლეებმა შემოდგომაზე უკეთესად ჩააბარეს როგორც მათემატიკის, ისე წიგნიერების ტესტები, მიუხედავად ცხელი ამინდისა.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სექტემბერში მოსწავლეები სიცხეს აღიქვამენ როგორც ჩვეულ მოვლენას, რადგან ზაფხული უკვე გაიარეს - ივლისსა და აგვისტოში ტალსას ოლქში საკმაოდ მაღალი - 32°C და მეტი ტემპერატურა ფიქსირდება. 

მაისში კი ცხელი ამინდი მოსწავლეებს ყურადღებას უფანტავს და მათ შეგრძნებებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება