TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მათემატიკის გამოცდა შარშანდელთან შედარებით, მარტივი იყო... “ „შანსი არაა, ჩავიჭრა“ - აბიტურიენტები ტესტირების დეტალებზე საუბრობენ
12-07-2024
-
+


დღეს, აბიტურიენტებს მათემატიკის გამოცდის ჩაბარება წვიმის ფონზე უწევთ; თუმცა ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები სირთულეზე არ აპელირებენ და etaloni.ge-სთან აცხადებენ, რომ შარშანდელთან შედარებით, მათემატიკის გამოცდა მარტივი იყო:

„4 ქულიანი ამოცანები ძალიან მერთულა, მაგრამ იმედია 1 ქულიანები კარგად მაქვს დაწერილი. ახლა ყველაფერი არეული მაქვს თავში და მიჭირს, გავიხსენო კონკრეტული დავალებები. მარტივი არ იყო, გამიჭირდა ძალიან, თუმცა შარშანდელთან შედარებით მაინც უკეთესი მდგომარეობა გვქონდა“...

„შანსი არაა რო ჩავიჭრა, რაა, გაიხარეთ, ყველამ... საერთოდ არ იყო რთული!“...

„ახლა ძალიან ვნერვიულობ და დაბნეული ვარ, ყველაფერი დავწერე, თითქოს რთული არ მომეჩვენა, მაგრამ რამდენიმე დავალებაზე მომიწია ბევრი ფიქრი... ისე უპასუხოდ არც ერთი არ დამიტოვებია. პირველი რამდენიმე დავალება ძალიან მარტივი მომეჩვენა და კარგი განწყობით რომ დავიწყე ტესტზე მუშაობა, მგონი, კარგადაც აისახა ჩემზე - თავდაჯერებულიც ვიყავი, თუმცა ახლა უფრო მენერვიულება, ვიდრე იმ მომენტში“...

„ცოტა ვღელავდი, მაგრამ ისეთი სირთულის ტესტებიც არ დამხვდა, რასაც ველოდი. განსაკუთრებით საინტერესო იყო საკითხები გეომეტრიიდან, გეომეტრია ზოგადად ყოველთვის ძალიან მიყვარდა და გული დამწყდებოდა, ეს ამოცანები რომ ვერ ამომეხსნა, იმედია, სწორი პასუხები მაქვს. საკითხებს ახლა ვერ ვიხსენებ, ცოტა დაბნეული ვარ, თუმცა რაც შემიძლია შეჯამების სახით ვთქვა - არ იყო ძალიან რთული, მოლოდინი გაცილებოთ ცუდი მქონდა“...

„მარტივი იყო, წინა წლებთან შედარებით, თითქმის ყველა დავალება დავწერე, არ მახსენდება საკითხი, რომელზეც დიდი დრო დავკარგე ან განსაკუთრებული სირთულის იყო. მეტად რთულს ველოდი სიმართლე, რომ ვთქვა, ძალინ მშვიდად ვიმუშავე, იმდენად არ მინერვიულია და იმედი მაქვს, რომ კარგ ქულასაც მივიღებ“...



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება