სიახლეები
სიახლეები

„სხვადასხვა სტატუსის პედაგოგებისთვის ანაზღაურების ასეთი ზრდა დისკრიმინაციულია“ - მაია კობახიძე სახელფასო დოკუმენტის ხარვეზებზე საუბრობს
26-06-2024
-
+


მასწავლებელთა ახალმა სახელფასო ფორმულამ პედაგოგიურ წრეებში გაუგებრობა და რიგ შემთხვევებში უკმაყოფილებაც გამოიწვია, განსაკუთრებით სტატუსების დანამატების, ფუნქციური დანამატებით ჩანაცვლების ნაწილში. არაერთი საკითხი წამოიჭრა საკმაოდ მწვავედ და გაჩნდა კითხვა - სად იყო პროფკავშირი, როდესაც სამინისტრო ამ დოკუმენტზე მუშაობდა?

თემას მასწავლებელთა პროფკავშირის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში ეხმაურება. მაია კობახიძის განცხადებას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ახალმა წესმა არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია მასწავლებლებში და მთლიანად საზოგადოებაში.

გაგაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს საჯარო სკოლის მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის ბრძანებასთან დაკავშირებით:

ჩვენი წევრებისა და მთლიანად საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2014 წლიდან ვითხოვდით საბაზო თანამდებობრივი სარგოს - საბაზო ხელფასის ზრდას, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2015-2016 წლებში, 2-ეტაპად გაიზარდა. წლების განმავლობაში, საბაზო ხელფასის ზრდის მოთხოვნა ეყრდნობოდა მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურების - თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების ფორმულას, ვინაიდან საბაზო ხელფასიდან (405 ლარი) სტაჟის, განათლებისა და კვალიფიკაციის, სამუშაო დატვირთვის, სამუშაოს სპეციფიკის კოეფიციენტების გათვალისწინებით მიიღება თანამდებობრივი სარგო.

ჩვენი ორგანიზაციის ფბ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში უამრავი განცხადებაა გამოქვეყნებული ამ საკითხზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ჩვენი დამოკიდებულება სტატუსის დანამატების ყოველწლიურ ზრდასთან დაკავშირებით. საგანმანათლებლო სააინფორმაციო სააგენტოებმა, მათ შორის etaloni.ge-მ, გამოაქვეყნეს ჩემი განცხადებები, რომლის თანახმად, სპმთპ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ სტატუსის დანამატების ზრდა ყველა პედაგოგის ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს... სტატუსის დანამატის ზრდა უნდა განხორციელდეს საბაზო ხელფასის ზრდის პარალელურად.

ჩვენი ეს მოთხოვნა გამომდინარეობდა არსებული რეალობიდან და პედაგოგთა აზრის შესწავლის შედეგად.

ახალი სახელფასო პოლიტიკა დაყრდნობილია თანამდებობრივი სარგოს ზრდის პრინციპზე. 1 საათის ანაზღაურება შეადგენდა 26-31 ლარს, რაც გაიზრდა 3-ჯერ და გახდა 96 ლარი. ალბათ დამეთანხმებით, საკითხის ასეთი გადაწყვეტა მნიშვნელოვანია პედაგოგთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის და პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისათვის. ბუნებრივია კითხვა: „საკმარისია თუ არა ეს თანხა?“ რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებოდით 1 საათის ანაზღაურების გაზრდას 3-ჯერ, 4-ჯერ და მეტჯერაც. გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა. მთავარია, რომ გაზიარებულია პრინციპი თანამდებობრივი სარგოს ზრდასთან დაკავშირებით.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ხელფასების ზრდის ახალი წესი ფუნდამენტურად ცვლის მასწავლებელთა ხელფასების სქემას. ჩვენი შემდგომი ამოცანაა, სისტემატურად მოვითხოვოთ საათების ანაზღაურების ზრდა. რაც შეეხება სტატუსის დანამატების ახლებურად განსაზღვრას, ამ საკითხში კატეგორიულად არ ვეთანხმებით სამინისტროს პოზიციას. მასწავლებელთა ხელფასების სხვადასხვა სტატუსის პედაგოგებისათვის ასეთი ზრდა დისკრიმინაციულია და ფაქტიურად უარყოფს მენტორის და წამყვანის სტატუსებს. ასეთი მიდგომებით მასწავლებლები მთლიანად დაკარგავენ მოტივაციას პროფესიული განვითარებისა და წინსვლისათვის.

მიუღებელია და კრიტიკას ვერ უძლებს ხელფასების გაანგარიშების ახალი წესი მცირეკონტიგენტიანი სკოლების მასწავლებლებთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული ამ მასწავლებლების მცირე საათობრივი დატვირთვა. ფაქტობრივად, ხელფასების ზრდის ნაცვლად, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ფუნქციური დანამატების ასე მცირე თანხებით განსაზღვრა იწვევს ხელფასების დაკლებას, რაც გარდამავალი დებულებით შეევსებათ ან დაემატებათ, 200 ლარის ოდენობით. ბუნებრივია კითხვა: „რა დააშავეს მცირეკონტიგენტიანი სკოლების მასწავლებლებმა, რომელთაც ხელფასები ეზრდებათ 200 ლარით“.

საერთო ჯამში, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია მცირეკონტიგენტიან სკოლებთან მიმართებაში სამინისტროს პოზიცია. ინარჩუნებენ თუ აუქმებენ?! რას გამოიწვევს მცირეკონტიგენტიანი სკოლების გაუქმება/ოპტიმიზაცია, ისედაც მზარდი მიგრაციის ფონზე და როგორ გააუარესებს დემოგრაფიულ სიტუაციას, პასუხი არ გვაქვს!

ერთი სიტყვით, ახალი სახელფასო პოლიტიკით საათების ღირებულება მისაღებია, მაგრამ არსებობს უამრავი ხარვეზი, რომლის გამოსასწორებლად სერიოზული ბრძოლა გველის.

ვიზიარებ, მასწავლებელთა უკმაყოფილებას და აღშფოთებას. იყო მოლოდინი, რომ ყველა მასწავლებელს გაეზრდებოდა ხელფასი სრულ დატვირთვაზე საშუალოდ 500 ლარით. რეალურად მივიღეთ სხვა სურათი.

დეკლარირებული ხელფასების ზრდა გახდა უკმაყოფილების მიზეზი. რეალობაა, რომ ყველა სტატუსის მასწავლებელს გაეზარდა ხელფასი არა 500 ლარით, არამედ სხვადასხვა ოდენობის ნაკლები თანხებით, მინიმუმ 200 ლარით და უფროს მასწავლებლებს 18-20 საათის ზემოთ 500 ლარზე მეტით.

„საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდონებისა და პირობების დადგენის თაობაზე“, 108/ნ ბრძანებაში არის კურიოზული ჩანაწერებიც. სამწუხაროდ, ხელფასების ახალი პოლიტიკის პროექტის შედგენაში მონაწილეობა არ მიმიღია. გამაცნეს მზა პროექტი, რასაც არ დავეთანხმე, სხვადასხვა გარემოებების გამო. დეტალურ განხილვებში აღარ შევდივარ, რადგან მომზადებული გვაქვს წინადადებები ზემოაღნიშნული ბრძანების ნაკლოვანებების გამოსასწორებლად.

და, კიდევ ერთის შესახებ: გთხოვთ გაიაზროთ პროფკავშირის როლი! ჩვენ ვაყენებთ არგუმენტირებულ წინადადებებს დამსაქმებლების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე და ვიბრძვით მის შესასრულებლად. გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი, რის შემდგომაც პროფკავშირი აგრძელებს თავისი მოთხოვნების შესრულებისათვის ბრძოლას სხვადასხვა ფორმით: მოლაპარაკებებით, აქციებით, გაფიცვებით და ა.შ.

ჩვენი ოპონენტები შემოიფარგლებიან მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ლანძღვით. სამწუხაროდ, პროფკავშირის შეურაცხყოფა და ავტორიტეტის შელახვის მცდელობა ემსახურება არა პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, არამედ პოლიტიკურ და სხვა მიზნებს.

რაც შეეხება, პროფკავშირიდან გასვლას, ამის მწარე გამოცდილებაც გვაქვს. ვიბრძოლებთ, გაიზრდება ხელფასები და გარკვეული კატეგორიის პედაგოგთა მცირე ნაწილი ტოვებს ორგანიზაციას. როგორ ფიქრობთ, რატომ?!

პატივისცემით, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე“.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება