სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულგუმოს საჯარო სკოლაში, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
18-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ამჯერად, სკოლაში ამ დღესთან დაკავშირებით, მორიგი ღონისძიება მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი რუზან მანველიანი. 

ღონისძიებაზე, ბავშვებმა წარადგინეს, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იყო დედაენის დამაარსებელი, როდის შეიქმნა პირველი საკითხავი წიგნი „დედა ენა“ და ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის შესახებ.

ბავშვებმა ისწავლეს დიდი ქართველი პოეტების ლექსები, „დედა ენა“ და „სულიკო“ - სიმღერა, ასევე შეასრულეს ქართული ცეკვები.

აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:







კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება