TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

უჩმანის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს შემეცნებითი პრეზენტაცია მიეძღვნა
04-04-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას დიდი მონდომებით შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. უფროსკლასელებმა, პედაგოგ ლენა კაზარიანის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გააკეთეს.

მათ საინტერესოდ იმსჯელეს, მოძიებული ინფორმაციები ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.

2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს და მასწავლებლებსა და თანატოლებს წარუდგინეს

მოსწავლეები არაერთ საინტერესო, სახალისო თუ სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ

მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი აქტივობა მოეწყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება