სიახლეები
სკოლები

გაიცანით „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულის წევრი - თბილისის N26 და მაშავერას საჯარო სკოლების პედაგოგი 
15-08-2019
-
+


2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული ცნობილია, მათგან ერთ-ერთი არის დმანისის მუნიციპალიტეტის  მაშავერას და თბილისის N26  საჯარო სკოლების სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი თამარ ადამია. 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ვებ-გვერდზე თამარ ადამიას შესახებ მოკლე დახასიათება და  ბიოგრაფია არის განთავსებული, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„თამარ ადამია მუშაობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლაში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად. თამარის პედაგოგიური პრაქტიკა გამორჩეულია, რადგან ფსიქოლოგად, მასწავლებლად და ტრენერად მუშაობის გამოცდილება ეხმარება მარტივად შეძლოს ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება. მაგალითად: მოსწავლეებში ეკოცნობიერების ასამაღლებლად გეგმავს ორიგინალურ ეკო გამოფენებს, წიგნიერების დონის ასამაღლებლად საბავშვო საგანმანათლებლო წიგნების პრო­ექტებს, შემოქმედებითობის გასავითარებლად-გამოფენებსა და სატელევიზიო მასტერ­კლასებს. მოსწავლეებს ასწავლის განსხვავებულად შეხედონ უკვე არასაჭირო ნივთს და აღმოაჩინონ მისი ორი­გი­ნალურად გამოყენების გზები. თამარი თვლის რომ ,,კეთებით სწავლა“ ერთ-ერ­თი უმთავრესი პროცესია სასკოლო ცხოვრებაში.

თამარი ატარებს საწრეო და საკლუბო მუშაობას, მისი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შემოქმედებით კონფერენციებში, კონკურსებსა და გამოფენებში, იმსახურებენ სიგელებსა და სერ­ტი­ფიკატებს. თამარის რამდენიმე მოსწავლე სახელოვნებო ფაკულტეტის სტუდენტია, ისინი თვლი­ან რომ ეს მათი მასწავლებლის დამსახურებაა, რადგან სკოლის პერიოდში ხშირად მონაწი­ლეობას იღებდნენ საინტერესო პროექტში.

თამარი ადგილობრივი სკოლის მასწავლებლებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით აწ­ყობს სამუშაო შეხვედრებს, საჩვენებელ გაკვეთილებს და ეხმარება მათ პროფესიულ ზრდაში. ასევე, როგორც აქტიური მოქალაქე და მასწავლებელი, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად მართავს ეკოგა­მოფენებს საქველმოქმედო მიზნით, იღებს მოწვევებს და სტუმრობს საგანმანათლებლო არა­ფორ­­მალურ ღონისძიებებს, რომელიც იგეგმება საქართველოს სკოლებსა და ბიბლიო­თეკებში, ტელე­ვიზიებსა და რადიოში, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ასამაღლებლად. შეხვედრებზე საუბ­რობს წიგნების მნიშვნელობაზე, უკითხავს თავის ზღაპრებს, მოთხრობებს, შემდეგ ატარებს სახე­ლოვნებო მასტერკლასებს და თავის საქმიანობას აზიარებს ბლოგით. არის მასწავლებელთა გა­დამზადების ცენტრის ,,ლიბო-მნტ“-ს ტრენერი პროფესიულ უნარებში. პერიოდულად თანამშ­რომ­ლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან და არტთერაპიის სეანსებით მდგომარეობას უმსუბუქებს ტრე­ფიკინგისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებსა და ბავშვებს; მონაწილეობას იღებს საქართველოს დაწყებითი განათლების (G-priEd)-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ზეკარის“ პრო­ექტებში საბავშვო მწერლისა და ტრენერის რანგში. არის ,,პროფესიონალ ფსიქოლოგთა და პე­დაგოგთა ასოციაციის“ (პფპა) დამფუძნებელი და წარმატებით ახორციელებს პედაგოგთა გადა­მზადებას.

ბიოგრაფია

თამარ ადამია დაიბადა 1966 წლის 14 ივნისს. დაამთავრა ს.ს. ორბელიანის სახელმწიფო ინსტიტუტი-პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფა­კულტეტი და სახელოვნებო სპეციალობა; მუშაობდა გაგრის და თბილისის საბავშვო ბაღებ­ში, ,,sos ბავშვთა სოფელში“ფსიქოლოგად და მასწავლებლად; 2004 წლიდან დაიწყო თავისი საბავშვო წიგნების გამოცემა. 2010 წლიდან გახდა ვ. ესვანჯიას სახ. იტალიურ სკოლა ,,ცისკარის“ ფსიქოლოგი და ხე­ლოვნე­­ბის მასწავლებელი. პარალელურად ,,ლიბო-მნტ“-ს ტრენერი, 2012-15 წლებში ტელე­ვიზიებში მიჰ­ყავდა საბავშვო გადაცემები; 2014 წლიდან ჩარ­თულია ,,ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამაში კონსულტანტ-მასწავლებლად. ის არის 30 მეტი შემეც­ნები­თი, მხატვ­რული, ასევე გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი. მათ შორისაა ბესტსე­ლერი ,,მხიარული დედაენა“, რომელიც 18-ჯერ გამოიცა და პოპულარულია არა მარტო საქარ­თველოში, არამედ საზღვარგარეთ-ემიგრანტ ბავშვებში. მონაწილეობდა დაწყებითი განათლების (G-priEd)-ის პროექტში მწერლის სტატუსით. 2019 წელს მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში და გახდა საუ­კეთესო ათეულის წევრი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი“.

ასევე იხილეთ: 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეული დასახელდა

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რომელი ქვეყნები აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს 9 მაისს - იხილეთ ჩამონათვალი
სკოლის დირექტორებს დამატებითი უფლებები მიენიჭებათ - კანონპროექტი
მასწავლებელთა პრემიაზე განაცხადების მიღების ვადები და დეტალები
კვალიფიკაციები, რომელსაც ყველა მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს
პედაგოგ ლადო აფხაზავას საქმეზე პროკურატურამ ბრალი მეზობელს წარუდგინა - საქმის დეტალები
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მე-10 კლასმა კი სააღდგომო ტრადიციების შედარებითი ანალიზი Power Point-ში, პრეზენტაციის სახით, მოამზადა
აქტივობები საინტერესო და სახალისო იყო თითოეული მოსწავლისთვის
კლუბის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრება
„მადლიერების გამოხატვა ადამიანთა განსაკუთრებული თვისებაა და ამასთანავე აუცილებელიც“ 
საინტერესო
უნდა დაეხმაროს თუ არა მასწავლებელი, მოსწავლეს აღმოაჩინოს აფანტაზია საკუთარ თავში?
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
სიახლეები
საზოგადოება