სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„სკოლაში დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს“- სკოლის დირექტორები ბოლო ზარისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე საუბრობენ
13-05-2019
-
+


რა ტრადიციული ღონისძიებებით ემშვიდობებიან მეთორმეტე კლასის მოსწავლეები სკოლას - დირექტორები დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საუბრობენ.

„ბოლო ზარი“ თითოეული მოსწავლისთვის განსაკუთრებულ დღეს წარმოადგენს. რომლისთვისაც ისინი ყოველთვის  განსაკუთრებით ემზადებიან. 

etaloni.ge ბოლო ზარის დღეს სკოლებში დაგეგმილი ღონისძიებებით დაინტერესდა და სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე:

„წელს ჩვენს სკოლაში რემონტი მიმდინარეობს, ამდენად, ცოტა შეზღუდული ვართ და ვერ მოვახერხებთ ალბათ რაიმე განსაკუთრებული ამბის დაგეგმვას ბავშვებისთვის ბოლო ზარის დღეს. თუმცა, ტრადიციულად, აუცილებლად გვექნება ბოლო ზარის ღონისძიება და ჩვენ ყველა ვეცდებით ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე იყოს ეს ჩვენი მეთორმეტე კლასელებისთვის. ბავშვებს რაღაც მონახაზი უკვე აქვთ, მოწვეული ჰყავთ რეჟისორიც, რომელიც დაეხმარებათ ამ დღის გალამაზებაში მათ და უკვე არიან სამზადისში და ამ განსაკუთრებული დღის მოლოდინში“.

ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა თარალაშვილი:

„სკოლაში დიდი ხნის ტრადიცია გვაქვს. ყოველი წლის ბოლოს ჩვენს მეთორმეტეკლასელებს ვუხსნით სიმბოლურად ვარსკვლავს, რომელზეც წერია წელი და „XII ა“ ან „XII ბ“ და ეს ვარსკვლავები რჩება ჩვენს ეზოში სამახსოვროდ. ასევე ყოველთვის ვგეგმავთ სასიამოვნო, დასამახსოვრებელ ღონისძიებას, მუსიკალური და იუმორისტული ნომრებით“. 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ოქრომელიძე:

„ჩვენი სკოლა არის საბაზო და როგორც ასეთი „ბოლო ზარი“ არ გვაქვს, თუმცა ყოველი წლის ბოლოს გვაქვს ჩვენი მეცხრე კლასელების გაცილება. ისინი ამთავრებენ ჩვენს სკოლას და მიდიან სწავლის გასაგრძელებლად სხვა სკოლაში. გვაქვს ტრადიციული ღონისძიება, სადაც ჩვენი სკოლის პედაგოგები გზას ულოცავენ ბავშვებს. შარშან ერთ-ერთმა მოსწავლემ ყველა პედაგოგს ლექსი მიუძღვნა. ხან ცდილობენ მიბაძონ პედაგოგებს და ასეთი მხიარული ღონისძიებით დაგვემშვიდობონ მშობლიურ სკოლას“.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლის დირექტორი იაკობ ფირცხალაიშვილი:

„ბოლო ზარს ჩვენს სკოლაში ტრადიციულად ხვდებიან ჩვენი ბავშვები. სასკოლო ღონისძიებით აღნიშნავენ ამ დღეს. ორი წლის წინ გრანდიოზულადაც აღვნიშნეთ ჩვენი სკოლის ბოლო ზარი. კულტურის სახლში გვქონდა დიდი კონცერტი. წელს თეატრალური დადგმები და კონცერტი იგეგმება სკოლაში, რომლის საორგანიზაციო საკითხებშიც, ბავშვებთან ერთად მუსიკის მასწავლებელი და კლასების დამრიგებლებიც ტრადიციულად აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლის დირექტორი შორენა მამუკაშვილი:

„რაღაცა პრობლემების გამო ჯერ ვერ ტარდება ბოლო ზარი ჩვენს სკოლაში და ღონისძიება მომდევნო კვირისთვის გადაიტანეს ბავშვებმა. რაღაცა განსაკუთრებული არაფერი დაუგეგმავთ, თუმცა, ტრადიციულად, საკუთარი ძალებით ყოველთვის ატარებენ მცირე ღონისძიებას, რომელიც ულამაზებს მათ ამ დღეს“.

ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე:

„ყოველ წელს აღვნიშნავთ ამ დღეს. ტრადიციულად ბოლო ზარის ღონისძიებაზე ვიწვევთ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი სკოლა დაამთავრეს 10 წლის წინ. თუმცა წელს, გამონაკლისი გვაქვს და პირველად ხდება ისე, რომ ვიწვევთ ადამიანებს, რომლებმაც სკოლა 35 წლის წინ დაამთავრეს. ღონისძიება არის ხოლმე ყოველთვის ძალიან მხიარული და დასამახსოვრებელი. ბავშვები აკეთებენ ინსცენირებებს. წელს მაგალითად გვყავს კლეოპატრა, დავით აღმაშენებელი და ა.შ. ასევე ბავშვები აკეთებენ პაროდიებს, ბაძავენ დირექტორს, კლასების დამრიგებლებს და პედაგოგებს. ღონისძიება საინტერესო და განსხვავებული არის ხოლმე ასევე იმით, რომ ბავშვები კითხვებს უსვამენ მოწვეულ სტუმრებს. როგორც აღვნიშნე, წელს ბოლოო ზარზე ვიწვევთ 35 წლის სკოლადამთავრებულებს. ისინი მოგვიყვებიან, როგორი იყო ჩვენი სკოლა და ამ სკოლაში გატარებული წლები. ამდენად ძალიან ლამაზი და საინტერესო ბოლო ზარი გველოდება წელსაც“.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ანზორ მიქელაძე:

„როგორც წესი, სკოლაში ყოველ წელს ვატარებთ ბოლო ზარ8ის ღონისძიებას, თეატრალური წარმოდგენებით და მუსიკალური ნომრებით. როგორც ყოველთვის ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი ნომრები გვაქვს ხოლმე. პედაგოგების გარეშე არაფერი ტარდება, ამიტომ ბოლო ზარის ღონისძიებაშიც ძალიან აქტიურად ერთვებიან ჩვენი პედაგოგები“.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის დირექტორი რუსლან ბოლქვაძე:

„წელს რესტავრაცია მიმდინარეობს სკოლაში და ამან ძალიან შეგვიშალა ხელი, თუმცა, ტრადიციულად, ყოველ წელს ვატარებთ მეთორმეტე კლასელებისთვის დასამშვიდობებელ ღონისძიებას, სადაც ჩვენი უფროსკლასელები ემშვიდობებიან მშობლიურ სკოლას მუსიკალური თუ თეატრალური ნომრებით. ამ ღონისძიების ორგანიზებაში ბავშვებს ყოველ წელს სკოლის დირექცია ეხმარება“.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ონიანი:

„ბოლო ზარის ღონისძიებას ყოველ წელიწადს დიდი სიხარულით ვგეგმავთ. როგორც წესი ღონისძიებაზე ლექსები, ე.წ. „სკეტჩები“ და ვიქტორინები აქვთ ბავშვებს. ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ჩვენი მოსწავლეები ასრულებენ, როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ნომრებს. რომლის მომზადებაშიც მუსიკის და ცეკვის მასწავლებელი ეხმარება მათ. ასევე მეც ძალიან ვუდგავარ გვერდში და ვცდილობ დავეხმარო ნებისმიერ რამეში. განსხვავებული ალბათ, რაც ჩვენს ბოლო ზარს სხვებისგან გამოარჩევს არის ის, რომ ბოლო ზარის დღეს ჩვენი მეთორმეტე კლასელები პირველ კლასელებს ჩუქნიან სამახსოვრო საჩუქრებს და ასევე პირველ კლასელები უკეთებენ მეთორმეტე კლასელებს საჩუქრებს. ეს არის ყოველთვის ძალიან მხიარული, დასამახსოვრებელი დღე ყველასთვის“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ოდიშელიძე:

„ბოლო ზარს ვატარებთ ტრადიციული, რა თქმა უნდა. წელს 17 ში ვაწყობთ ჩვენი მეთორმეტე კლასელების დასამშვიდობებელ ღონისძიებას. ყოველ წელს სხვადასხვანაირად აღვნიშნავთ. მაგალითად, შარშან 2 საათიანი ღონისძიება იყო კულტურის სახლში. წელს ცოტა შეზღუდულად, რამდენიმე ნომრით აღვნიშნავთ სკოლაში. შარშან პედაგოგებმაც იმღერეს ღონისძიებაზე. როგორც წესი, დაწყებითი კლასის მოსწავლეები სიმბოლურად ერთვებიან ამ ღონისძიებაში და ემშვიდობებიან უფროსკლასელებს. საორგანიზაციო საკითხებში, ბავშვებთან ერთად, პედაგოგებიც აქტიურად არიან ჩართული”.


კომენტარები


სკოლები
პორტალი ამაყია თავისი ოჯახის წევრების წინსვლით და მუდმივად ცდილობს, მათი მიღწევები წაახალისოს
უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინში - World University Rankings 2019 პირველ და მეორე ადგილებს ოქსფორდის და კემბრიჯის უნივერსიტეტები იკავებენ
„ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები“.
ვიქტორინაში I კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საინტერესო ექსპონატები დაათვალიერეს
სიახლეები
მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩები და აეროპორტები გაფორმებულია 26 მაისის დროშებით
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს ოფიციალურად შეიქმნა
შეტყობინების მიღებისთანავე, მითითებულ ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ რეინჯერები
ქანდაკების აღმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით განხორციელდა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ უკანასკნელ წლებში დამკვიდრდა საინტერესო ტრადიცია და 26 მაისი საყოველთაო ზეიმად იქცა
საინტერესო
2010-წლამდე შვედეთში უფასო განათლების მიღება უცხოელებსაც შეეძლოთ
სკოლის ბანკეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა ოჯახებისთვის საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება
ანა ბიკოვა ზარმაცი დედაა და ამის აღიარება სულაც არ რცხვენია
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ქართული კულტურა და საქართველოს ისტორიული არჩევანი – გზა ევროპისკენ
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა
საზოგადოება