სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლებში ძალიან ბევრი პრობლემა შესაძლებელია ადგილზე გადაიჭრას, დირექტორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა“- მიხეილ ბატიაშვილი
21-01-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინეს.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, სკოლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით პრობლემები არსებობს, თუმცა, ბევრი პრობლემის გადაჭრა სკოლებში ადგილზე არის შესაძლებელი სამინისტროს ჩარევის გარეშე.

„სკოლებში ბევრი სამუშაოა, რომელიც ადგილზე შეიძლება გადაიჭრას, არ სჭირდება სამინისტროების ჩარევა, მეტი პასუხისმგებლობა საჭიროა დირექტორების მხრიდან. მონიტორინგს გავაგრძელებთ თუ რა ხდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ძალიან ბევრი პრობლემა შესაძლებელია ადგილზე გადაიჭრას, დირექტორებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. კატეგორიულად მიუღებელია, „სანამ ვინმე რაღაცას არ დამავალებს“ ასეთი მიდგომა. ხშირად არ არის საჭირო კონკრეტული მითითებები და ხშირად საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და უპასუხისმგებლობასთან. დირექტორი პირველი პასუხისმგებელი პირია“,-განაცხადა ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც უწყების მიერ თანმიმდევრულად, საჭიროებებიდან გამომდინარე განხორციელდება. მინისტრის თქმით, ცხადია, ყველა პრობლემა მოკლე ვადაში ვერ გადაიჭრება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და პირველ რიგში პროექტები განხორციელდება იქ, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება არსებობს.

„სისტემური მიდგომით შევქმენით საჭიროებების ბაზა და მოვახდინეთ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. პირველ რიგში პროექტები განხორციელდება იმ სკოლებში, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება არსებობს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ დედაქალაქის, რეგიონების სკოლების განვითარება, რასაც სამინისტრო პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელშეწყობით განახორციელებს.

პეზენტაციაზე ნათია ზედგინიძემ აღნიშნა, რომ  სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის კუთხით, 2 მიმართულებით არის პრიორიტეტი განსაზღვრული.

„სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის კუთხით, ჩვენთვის პრიორიტეტი 2 მიმართულებით განვსაზღვრეთ. სკოლის მშენებლობის მიმართულებით. ნომერ პირველი პრიორიტეტი ეს არის სკოლები, რომლებსაც არ აქვთ შენობა, მაგრამ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დაქირავებულ შენობაში ან შეკედლებულები არიან სხვა შენობაში. რაც შეეხება რეაბილიტაციას, ყურადღება პირველ რიგში მიექცევა იმ სკოლებს, რომლებზეც არსებობა ექსპერტების დასკვნა, რომ დღეს არ არის შენობა ავარიული მაგრამ ხვალ იქნება“,-განაცხადა ზედგინიძემ.

ღონისძიებაზე ასევე აღინიშნა, რომ 2019 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის ბიუჯეტში 80 მლნ ლარია გამოყოფილი.

ასევე იხილეთ: 2019 წელს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტი გასამმაგდა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება