სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ ძალიან საყვარელი პროექტია“ - მესტიაში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
27-09-2018
-
+


საქართველოს საჯარო სკოლებში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტის, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირებები დაიწყო.

მოსწავლეები, რომელთაც წარმატებისა და გამარჯვების ამბიცია აქვთ, „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის დასაუფლებლად საკუთარი ცოდნის გამომჟღავნებასა და დამტკიცებას ცდილობენ. 

25 სექტემბერს I ეტაპის ტესტირება მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი უკვე 5 ოქტომბერს გაიმართება. სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.  

Etaloni.ge  ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი:

ტესტირებამ მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ ძალიან საყვარელი პროექტია, რომლის დაწყებასაც ყოველთვის ზეიმით ხვდებიან. თავად ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი იმდენად უშუალოა მათთან, რომ შეუძლებელია სხვანაირად იყოს. „ეტალონის“ ტესტირებაზე გასულ ყველა მოსწავლეს იმედი აქვს, რომ გაიმარჯვებს. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით, ყველაფერი სრულყოფილად და მოწესრიგებულად ჩატარდება. 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ელენე განაია:

მესტიის მუნიციპალიტეტი წლებია უკვე „ეტალონთან“ თანამშრომლობს და ეს უკვე ტრადიციად იქცა. სკოლებისა და მოსწავლეთა ინტერესი პროექტის მიმართ ყოველთვის ძალიან დიდია და წლიდან წლამდე კიდევ უფრო ღრმავდება. ჩართულობაც მუდმივად იზრდება და შესაბამისად კონკურენციაც მაღალია. ვამაყობთ მესტიელი მოსწავლეების წარმატებებით „ეტალონში“ და წელსაც დარწმუნებულები ვართ ღირსეული გამარჯვებული გამოვლინდება. მინდა თითოეულ მონაწილეს გამარჯვება და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოჩენა ვუსურვო.

ლენჯერის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი გულედანი: 

I ეტაპის ტესტირებაზე მოსწავლეების აქტივობა მაღალი იყო. ისინი პროცესში გულისყურით და მღელვარებით ჩაერთნენ. მათგან ნახევარმა ზღვარი გადალახა, რაც კარგი შედეგია. ამჟამად მეორე ტურისთვის ვემზადებით, რადგან მინიმუმ ერთი მოსწავლე მაინც მიიღებს ამ ტურში მონაწილეობას. ეს პროექტი ცოდნის გამეორებისა და ამაღლებისთვის ძალიან კარგია და მხოლოდ  მივესალმებით. 

ლენჯერის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარინე გიგდელიანი:

ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. 8 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან, ჩემი ინფორმაციით, 2 მეორე ტურში გადავიდა. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, ახლა ვგეგმავთ თუ როგორ ვუგულშემატკივროთ სკოლამ მოწაფეებს. პროექტი ყველას ინტერესს იწვევს და მოსწავლეები მოტივირებულნი არიან, რომ საკუთარი ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმაონ და გამოამჟღავნონ.  

იელის საჯარო სკოლა, დირექტორი ლეილა ხვიბლიანი:

ტესტირებამ კარგად და უხარვეზოდ ჩაიარა. მოსწავლეების შეფასებით, საკმაოდ რთული, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო კითხვები იყო. ახლა მეორე ტურისთვის ვეზადებით, რადგან ჩვენი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი მონაწილე მაინც გადავიდა შემდეგ ეტაპზე. ვაპირებთ, აქტიურად ვუგულშემატკივროთ. რაც შეეხება თავად ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“, ის მოსწავლის განვითარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი პროექტია.

მუჟალის საჯარო სკოლა, დირექტორი მარლენ მარგიანი:

ტესტირება ნორმალურად ჩატარდა. როგორც ვიცი, მაღალი ქულებიც დაიწერა. ძლიერი მოსწავლეები გვყავს, რომლებიც გამარჯვებაზე არიან ორიენტირებულნი. მეორე ტურიში გადასულებს მაქსიმალურად ვუგულშემატკივრებთ. თავად პროექტი მოსწავლეების განვითარებისთვის აუცილებელია. 

მუჟალის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ნავერიანი:

ძალიან კარგად ჩატარდა ტესტირება და საკმაოდ კარგი ქულებიც დაიწერა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ერთი მათგანი შემდეგ ეტაპზე გადავიდა. მის საგულშემატკივროდ აქტიურად ვემზადებით. თავად პროექტი, როგორც  ცოდნის გაღრმავების მოტივატორი, მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ  ჩვენ სკოლაში „ეტალონის“ კონკურსის მონაწილე მრავალი მოსწავლე გვყავს. 

მესტიის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა რატიანი: 

ტესტირებამ ბრწყინვალედ და შესანიშნავად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ პროექტი არამხოლოდ მოსწავლეებში, არამედ პედაგოგებშიც დიდ მღელვარებასა და ინტერესს იწვევს. მონაწილეებს  მოლოდინი აქვთ, რომ გაიმარჯვებენ. მეორე ტურისთვის საგულშემატკივროდ სპეციალურად მოვემზადებით. სკოლაში „ეტალონის“ გამარჯვებულიც გვყავს და ჩვენთვის ეს პროექტი, შესაბამისად, მეტად მნიშვნელოვანია. 

ფარის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ეკა წულუკიძე: 

პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ის ბავშვებში მაღალ ინტერესს იწვევს. მოსწავლეები ტესტირების პროცესში  აქტიურად ჩაერთნენ. მეორე ტურიში გადასვლის იმედი კი ყველას აქვს. აღსანიშნავია, რომ კარგი ქულები დაიწერა. ვცდილობთ მეორე ტურისთვის სრულყოფილად მოვემზადოთ. ამ პროექტს მოსწავლეები ყოველ წელს უცდიან. სამწუხაროდ, არ ვართ განებივრებულნი მსგავსი ღონისძიებებით, რომელიც განათლებასა და ცოდნის გაღრმავებაზეა ორიენტირებული.

მესტიის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი ნატო გვარლიანი:

ტესტირებამ  კარგად ჩაიარა-აუდიტორია მოსწავლეებით სავსე იყო. როცა გამოცხადდა, რომ „ეტალონის“ შესარჩევი ტურები იწყებოდა, ამ ინფორმაციას ძალიან მაღალი აქტიურობა მოჰყვა- მონაწილეობის მიღება ბევრს სურდა. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო კითხვები იყო. რაც შეეხება მეორე ტურს, ვემზადებით რომ ღირსეულად ვუგულშემატკივროთ. ძალიან გვიყვარს ეს პროექტი და მასში ყოველ წელს ვერთვებით. ინტელექტ-შეჯიბრი „ეტალონი“ მართლა ცოდნის ზეიმია. ის მოსწავლეებს სტიმულის აძლევს, რომ უკეთ ისწავლონ.

მესტიის N2 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მარიანა ფალიანი:

ტესტირებამ დიდი გამოხმაურებით ჩაიარა-მოსწავლეები ძალიან მონდომებულნი იყვნენ. მეორე ტურში გადასული მონაწილეებიც გვყავს. მასწავლებლებმაც აღნიშნეს, რომ კითხვები საინტერესო იყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბავშვები არკვევენ, თუ სად დაუშვეს შეცდომები, რათა შემდეგისთვის უკეთესი ქულები მიიღონ. რაც შეეხება მეორე ტურის ღონისძიებას, დიდი შემართებით ვეზადებით. ინტელექტ-შეჯიბრი „ეტალონი“-ეს არის გამოცდილება მოსწავლეებისთვის, რომლითაც კონკურენციას და ცოდნის ძიების პროცესს ეჩვევიან. 


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

„ეს მნიშვნელოვანი ეტაპია თითოეული მოსწავლის ცხოვრებაში, რომელიც ახალი მიზნებისა და წარმატებების დასაწყისს აღნიშნავს“

პროექტმა ხაზი გაუსვა თბილისის, როგორც მულტიკულტურული ქალაქის ისტორიულ როლსა და ტრადიციებს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება