| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით პედაგოგები მოწაფეებს არაერთ ღონისძიებაში რთავენ და მათ ცოდნას, ნიჭსა და შესაძლებლობებს ახალისებენ.
ახლახან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, განათლების განყოფილების ორგანიზებით, ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, ცენტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები - თამარ შარაბიძე, ინგა სანიკიძე და მამუკა ჭანტურაია ესტუმრნენ და ალექსანდრე ყაზბეგის, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.
დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს დამსწრეებს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები:„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა