| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში ორი საგნის - ხელოვნებისა და ფრანგული ენის ინტეგრირებული პროექტი „გააცოცხლე პორტრეტი“ განხორციელდა, რომელშიც მე-7 კლასის(დამრიგებელი ეკა ჭუმბაძე) 26 მოსწავლე მონაწილეობდა.
პროექტი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მიზნად ისახავდა, ცნობილი მხატვრების ტილოების აღმოჩენასა და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას - რათა უშუალოდ ყოფილიყვნენ ჩართულნი კონკრეტული პორტრეტის გაცოცხლებაში, მათთვის საინტერესო და სახალისო ფორმით.
პროექტის პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ფრანგული ენის დახმარებით პორტრეტების აღწერილობა და თითოეული ხელოვნების ნიმუშის ხასიათი გადმოსცეს. მის ფარგლებში, გამოიცა კატალოგი და ჩაიწერა დისკი.
„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა მოსწავლეს და მშობელს ჩართულობისათვის და განსაკუთრებული მადლობა კლასის ხელმძღვანელს ქალბატონ ეკა ჭუმბაძეს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე, პროექტის დასაწყისიდან პრეზენტაციის ჩათვლით, ყოველ წუთსა და წამს იდგა ჩვენ გვერდით, მხარს გვიჭერდა და გვეხმარებოდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ხელოვნების მასწავლებელი ელენე წერეთელი და ფრანგული ენის პედაგოგი სოფიო მურუსიძე.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“