სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დათოვლილი ჩემი ქალაქი“ - შთამბეჭდავი პროექტი თბილისის N79 საჯარო სკოლაში
28-12-2023
-
+


თბილისის N79 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლის დირექტორის თამარ აბაზაძის ინიციატივით, სასკოლო პროექტი - „დათოვლილი ჩემი ქალაქი“ განხორციელდა. მის მიმდინარეობაში მთელი სასკოლო საზოგადოება - ყველა საფეხურის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები ჩაერთნენ. პროექტისთვის მრავალფეროვანი ნამუშევრები დამზადდა.

როგორც დირექტორი წერს, მშობლების მონდომებამ მოსწავლეებს მეტი თავდაჯერებულობა და მოტივაცია შეჰმატა. ნამუშევრების გამოფენა ყველა სართულის დერეფანში მოეწყო. ეს ყველაფერი კი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ სკოლაში სურვილი გაუჩნდათ დამთვალიერებელთა წრე გაეფართოებინათ.

სკოლაში თვალსაჩინო სივრცე შეირჩა, რომელიც საახალწლო კონსტრუქციებითა და დეკორაციებით მოირთო. ღონისძიებაზე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და სხვა სკოლის დირექტორები მიიწვიეს.

აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაციას თავად სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე გვიზიარებს. 

„როდესაც გაირკვა, რომ თბილისის N79 საჯარო სკოლაში მიწევდა მოღვაწეობის გაგრძელება, პირველად რაც გამახსენდა, იყო ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებიდან“ ციტატა - „როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე?“ ვიფიქრე, „რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას ახალს და რას მეტყვის იგი მე?“
ცოტაოდენი შიშიც კი დამეუფლა, როგორ მომეპოვებინა ახალი კოლექტივის, მოსწავლეების ნდობა და სიყვარული. მხარს დამიჭერდნენ თუ არა ჩემი იდეების განხორციელებაში? სკოლაში შესვლის პირველსავე დღეს, თვალში მომხვდა კეთილგანწყობილი, ლაღი კოლექტივი, მოსწავლეების ნათელი, სითბოთი სავსე თვალები, მივხვდი, რომ ეს ის გარემოა, სადაც ჩემს იდეებს ფრთები შეესხმებოდა. მხარში ამომიდგა პედაგოგთა, მოსწავლეთა და მშობლების ძლიერი გუნდი, რომელთა თანადგომა უპირობო იყო, ვიმსჯელეთ და დავისახეთ ის გზები, რომელიც სკოლის ცხოვრებას კიდევ უფრო აქტიურს და შემოქმედებითს გახდიდა.

პირველ რიგში, იდეად მომივიდა განგვეხოციელებინა სასკოლო პროექტი სახელწოდებით „დათოვლილი ჩემი ქალაქი", პროექტში მონაწილეობა მიიღო მთელმა სასკოლო საზოგადოებამ, სადაც ჩართული იყო ყველა საფეხურის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები. მშობლების მონდომებამ მოსწავლეებს მეტი თავდაჯერებულობა და მოტივაცია შემატა. ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ყველა სართულის დერეფანში. იმდენად საინტერესო აღმოჩნდა თითოეული კლასის მიერ წარმოდგენილი შემოქმედება, რომ სურვილი გაგვიჩნდა გაგვეფართოებინა დამთვალიერებელთა წრე, შევარჩიეთ სკოლის თვალსაჩინო სივრცე, მოვრთეთ საახალწლო კონსტრუქციებით და დეკორაციებით, ნამუშევრები დავალაგეთ და მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა გამოვიდა.
მოვიწვიეთ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და მეზობელი სკოლის დირექტორები. ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ, ჩვენი სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გავმართეთ მოკრძალებული კონცერტი, რომელმაც
მოწვეული სტუმრები და სკოლის საზოგადოება გაახალისა, აუმაღლა განწყობა და მოტივაცია, ამის გამო მომეცა სტიმული, რათა სამომავლოდ მეტი საინტერესო და სასარგებლო გახდეს სკოლის ცხოვრება, ერთობლივად დავგეგმოთ და განვახორციელოთ
მნიშვნელოვანი აქტივობები“,- წერს სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

ახალი უმაღლესი შეიქმნება - „სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ“

მასწავლებლებისთვის საფეხურების მიხედვით საგნის დადასტურება სავალდებულო აღარ არის 

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება