| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის თაოსნობით არაერთი საინტერესო ღონისძიება და აქტივობა იმართება.
ამჯერად, სკოლაში მათი ინიციატივით, კვირეული - „ჩემი საყვარელი შემოქმედი“ ჩატარდა.
აღნიშნულ პროექტში აქტიურად ჩაერთო მე-7 კლასის თვითმმართველობა.
ქართული ენის მასწავლებლის მანანა ჯავახაძის დახმარებით, ნ.დუმბაძის რომანი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ შეირჩა. მოსწავლეებმა კლასში ნაწარმოებიდან რამდენიმე ეპიზოდის ინსცენირება წარადგინეს.
ინსცენირებაში მონაწილეობდნენ: ნიკა აფხაძე (ზურიკელა), ელენე ტყაბლაძე (ბებია), ამირან ჯიმშელეიშვილი (ილიკო) ამირან დვალი (ილარიონი) შალვა ქურციკაშვილი (რომული), ანამარია ჩიკვილაძე (მასწავლებელი), ლიზი ბენდელიანი (მერი), ლიზი თურმანოვი (მთხრობელი), ბარბარე მეტრეველი (დამლაგებელი), ასევე მოსწავლეები: ანი ნოზაძე, გიორგი კობაიძე და ლიზი ჭკადუა.
მათ შემოქმედებითი და სამსახიობო ნიჭი შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიება შეაჯამა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე თამაზ დუნდუამ, მან მადლობა გადაუხადა ბავშვებს აქტიური ჩართულობისთვის.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა უნარებს წარმოაჩენს და მათ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას