| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში პროექტი - „შემოდგომის დღე-სასწაული“ წარმატებით განხორციელდა, რომელშიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ჩაერთნენ.
კერძო, კი მასში მონაწილეობდნენ ხელოვნების მასწავლებელი ნინო ლუხუტაშვილი, V და VI კლასების ხელმძღვანელები: მაკა ჭარბაძე და სალომე ბარაბაძე.
პროექტს დაწყებითი კლასების პედაგოგები: ლელა გეწაძე და მაია ფოფხაძე ხელმძღვანელობდნენ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა ჩურჩხელები ამოავლეს თათარაში, თემატური ლექსები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტში მონაწილე მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს აქტიურობისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ