სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცაში აფრენილი ოცნებები“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეს 
13-11-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე, განვითარებასა და მოტივირებაზე ზრუნავენ. ამიტომ, უდიდეს ყურადღებას უთმობენ პირველკლასელთა ცოდნის გაღრმავებას. 

„ანაბასისის“ პირველი კლასის მოსწავლეებმა ამჯერად ანბანის სამყაროში „შეაბიჯეს“. მათ პედაგოგებმა - ლოლიტა ნებიერიძემ და ლანა ჩუბინიძემ გამორჩეული, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები შესთავაზეს, რითაც საზეიმო განწყობა შეუქმნეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, I კლასის მოსწავლეებს პედაგოგი წერა-კითხვის შესწავლის აუცილებლობაზე ესაუბრა.

„ქართული ენა სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა, პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მტკიცე საფუძველი უნდა ჩაეყაროს წერა-კითხვის შეწავლას პირველ კლასში“,- აღნიშნა პედაგოგმა ლოლიტა ნებიერიძემ.

მოსწავლეებმა დედაენაზე ლექსები წაიკითხეს და  ანდაზები წარმოთქვეს. გარდა ამისა, თავიანთი შექმნილი გაკვეთილების ცხრილის პრეზენტაცია გამართეს. მათ ამისთვის ბევრი იშრომეს, საგნების აღსანიშნავად აპლიკაციები გამოიყენეს და აღნიშნეს,  წერა რომ გვცოდნოდა, ცხრილსაც ადვილად შევქმნიდითო. 

I კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებელ ლანა ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, შეაჯამეს წინასაანბანო პერიოდი, წარმოადგინეს ინსცენირება - „ლურჯკაბა ია ტყეში“ , დაახასიათეს ია, სხვადსახვა ასო-ბგერაზე ანდაზები გაიხსენეს. გარდა ამისა, მასწავლებელთან ერთად მოხაზეს ,,ი“ და,, ა’“.

„პირველი ხელნაწერი და ცაში აფრენილი ოცნებები! „მშობლიური ენის იმ პირველი კარის გასაღები, პატარა ,,ია“  იაკობ გოგობაშვილმა იპოვა და მას აქეთ არის ყვითელხალიან ლურჯთვალა იის ასეთი მორცხვი სურნელება ბავშვობიდანვე ტკბილად , რომ მოგვდევს და ვერ ვივიწყებთ , რადგან  ნინველა იის დავიწყება ჩვენივე ბავშვობის დავიწყება იქნებოდა“.

I კლასის მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში. გამოსახეს „ი“ და „ა“. სკოლის ეზოში პერფორმანსი მოაწყვეს, წარმოადგინეს ჯადოსნური ასოები. თავიანთი სურვილები იისფერ საჰაერო ბურთებს გაატანეს და თვალი მიადევნეს  როგორ სწრაფად უჩინარდებოდნენ ისინი ცაზე. მათი სურვილი კი ასეთია - ასე გაიზრდოს მათი ცოდნის დონე და წარმატებით დაეუფლონ წერა-კითხვას. დღის სამახსოვროდ საჩუქრად მასწავლებლისაგან სამკერდე ნიშნები მიიღეეს იის გამოსახულებით და ჯადოსნური ასოებით!

I კლასის მოსწავლეებმა მოხაზეს „ი“ და „ა“, ფართოძირიან ჯამში მოთავსებული ბრინჯის ფენა მათ სამუშაო მასალად იქცა და ყველამ თითით მასზე გულმოდგინედ გამოსახა ჯადოსნური ასოები. შექმნეს პირველი ხელნაწერი, რომელიც სამახსოვროდ წაიღეს და სათუთად შეინახავენ. წარმატებები ვუსურვოთ პატარა ანაბასისელებს და მათ პედაგოგებს: ლოლიტა ნებიერიძეს, ლანა ჩუბინიძეს, მერი გოგნაძეს ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება