| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო პრეზენტაციები და შეხვედრები ტარდება.
ამჯერად, სკოლაში თემაზე - „ბავშვთა უფლებების დაცვა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორი პედაგოგი ნატრული ჯანჯღავა გახლდათ.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეებში მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება იყო.
როგორც სკოლაში ამბობენ, პედაგოგმა, ნატრული ჯანჯღავამ გადაწყვიტა, „სპმთმ-ის“ ადგილობრივი ორგანიზაციის, მასწავლებელთა დასახმარებლად ორგანიზებულ ტრენინგზე მიღებული ცოდნა მოერგო საგაკვეთილო მასალისთვის და ის მოსწავლეებისა და კოლეგებისათვის გაეზიარებინა.
ღონისძიებაში ასევე ამავე სკოლის წამყვანი პედაგოგები: ნონა თოდუა, ეკა გაგუა, უფროსი სპეც. მასწავლებელი - მადონა ჯიჯელავა და დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში - ნინო სურმავა მონაწილეობდნენ.
„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზენტაცია იმდენად ლაკონურად და გასაგებად იყო წარმოდგენილი, რომ დამსწრე უმცროსკლასელთა ინტერესი გამოიწვია“, - ამბობენ სკოლაში.
პრეზენტაციის ბოლოს მოსწავლეებმა საპრეზენტაციო თემის გარშემო დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.
მსგავსი პრეზენტაციები სასწავლო პროცესს მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ყალბი დიპლომის დამზადებისთვის რექტორს და დეკანს 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ
მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის
„ექსკურსია იყო საინტერესო, შემეცნებითი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე“