| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, ბავშვებს სწავლის მიმართ მოტივაცია უმაღლდებათ და სხვადასხვა საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან.
ამჯერად, ასეთი საინტერესო შემოქმედებითი პროდუქტი მე-8 კლასის მოსწავლემ, ლინდა ჭილაძემ შექმნა.
სკოლაში, ქართული ხალხური ბალადა „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ შეისწავლეს, აღნიშნული ნამუშევარი სწორედ მასზე დაყრდნობით შეიქმნა.
მერვეკლასელმა ის 3D ეფექტით დაამზადა, რომელსაც თან დაურთო განმარტებები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლის ნამუშევარი საინტერესო გამოვიდა და ის აუცილებლად დაამშვენებს სკოლის ბიბლიოთეკას.
აღნიშნული შემოქმედებითი პროდუქტის გამოყენება სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა კრეატიულობას ავლენს და მათ მრავალმხრივ ავითარებს.
იხილეთ ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“