სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი ინტერესები, გატაცებანი...ჩვენი ცხოვრება სკოლის შემდეგ“- ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლე ლილე ბუაძემ თანაკლასელებს ფერწერული ნახატები წარუდგინა
10-11-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-6 კლასში, ჩატარდა საინტერესო კლასის საათი  თემაზე - „ჩვენი ინტერესები, გატაცებანი... ჩვენი ცხოვრება სკოლის შემდეგ“. 

აღსანიშნავია, რომ თანაკლასელების წინაშე საინტერესო ნამუშევრებით წარდგა „ნორჩი მხატვარი“ ლილე ბუაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შთამბეჭდავი პრეზენტაცია წარიმართა. პატარა მხატვარს თანაკლასელებმა ბევრი კითხვა დაუსვეს, კერძოდ:

  • რომელი ასაკიდან დაიწყო ლილემ ხატვა?
  • ვინ აღმოაჩინა მასში ეს ნიჭი?
  • რამდენი წელია რაც ხვეწს ოსტატობას სამხატვრო სკოლაში?
  • რაზე უფრო სიამოვნებს მუშაობა- ნატურმორტზე, პეიზაჟზე, პორტრეტზე...?
  • აქვს თუ არა საყვარელი ნამუშევარი?
  • რატომ უჭირს თავისი ნახატების გაჩუქება?
  • უკავშირდება თუ არა ხატვა მის სამომავლო გეგმებს და პროფესიას?
  • რა არის მისთვის ხატვა?

აღსანიშნავია, რომ ლილემ ღირსეულად გაართვა თავი ყველა კითხვას და ამომწურავი პასუხებით შეიქმნა მისი მინიპორტრეტი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლილე 5 წლიდან ხატავს. ნიჭი მასში დედამ აღმოაჩინა. უკვე მეოთხე წელია, რაც სამხატვრო სკოლაში ეუფლება ფერწერის საიდუმლოებას. ყველაზე მეტად სიამოვნებს ცხოველების დახატვა, განსაკუთრებით თეთრი ცხენების. არ უყვარს პორტრეტზე მუშაობა, თუმცა ჩინებულად ართმევს ამასაც თავს. სიამოვნებს გუაშით ხატვა. ხატავს სულ, როცა თავისუფალი დრო აქვს. ხატვა მისთვის განტვირთვაა, უდიდესი სიამოვნება. საყვარელი ნამუშევარი? - ბევრია ასეთი, ერთ-ერთი - „მოწამეთა“.  ნამუშევრების გაჩუქება ძალიან უჭირს, არა იმიტომ რომ ენანება, განშორებაა მისთვის მტკივნეული. როგორც დედის განშორება შვილთან, ოცნებობს არქიტექტორობაზე, თუმცა როგორც ლილეს კლასელებმა, მისმა ყველაზე გულწრფელმა გულშემატკივრებმა აღნიშნეს, არქიტექტორი თუ არა, მხატვარიც დიდებული გამოვა, თუ თავად ისურვებს ამას.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციამ მოხიბლა ლილეს თანაკლასელები. თითოეულმა, თავისი ფავორიტი ნამუშევარი დაასახელა.

ბავშვებმა ახსნეს კიდეც თუ რატომ გამოარჩიეს ესა თუ ის ნახატი და ბოლოს, ყველამ ერთსულოვნად აღიარა, რომ ნანახმა მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ყველამ შესაბამისი ჟესტით გამოხატა აღფრთოვანება.

მოსწავლეების ნიჭიერებით განსაკუთრებით კლასის ხელმძღვანელი - დარეჯან ნემსაძე, ამაყობს და მათ წინსვლას უსურვებს. 

„მინდა ვუსურვო ლილეს და მე-6 კლასს უღრუბლო ცა, მშვიდობა და დასახული მიზნებისაკენ გამარჯვებით სვლა ...

მე კი, როგორც კლასის ხელმძღვანელს მჯერა, რომ ნორჩი მხატვარი, ნიჭიერი პატარა გოგონა - ლილე ბუაძე აუცილებლად ასახელებს ოჯახს, მის სკოლას, ქალაქს და მშობლიურ საქართველოს!“, - აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება