სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„პროექტმა ზღვა ემოციები მოგვანიჭა და მასწავლებლების პატივისცემაც მოგვაპოვებინა“-ქობულეთში „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა 
08-11-2023
-
+


„ეტალონის“ ჩემპიონატი - ბრძოლა ინტელექტუალური პირველობისთვის, დიდი ზარ-ზეიმით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს გონიერებასა, სისხარტესა და განათლებაში ეჯიბრებოდნენ. 

ცოდნის ზეიმი ღირსეული გამარჯვებული გამოვლენით დაგვირგვინდა, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველობა არავის დაუთმეს. გუნდის შემადგენლობა კი, შემდეგნაირი გახლავთ: გიორგი მახარაძე (კაპიტანი) - VII კლასი, სანდრო ნარიმანაშვილი - VII კლასი, ლიზი ქარცივაძე - VII კლასი, გიორგი გრძელაძე - VII კლასი, მეა წოწოლაშვილი - VII კლასი. 

აღსანიშნავია რომ ღონისძიებას ნათია ნიჟარაძე - მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი, სულხან ნიჟარაძე - მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის წარმომადგენელი, მადონა გოგიტიძე - ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ესწრებოდნენ. ისინი Etaloni.ge-სთან პროექტის მნიშვნელობასა და მოსწავლეთა ჩართულობაზე საუბრობენ. 



„შთამბეჭდავი ღონისძიება იყო, ბავშვები დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ, მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ ჩემპიონატში. ბატონმა გოჩამ განსაკუთრებულად წაიყვანა ღონისძიება, თბილად და მეგობრულად, ბავშვებთან ძალიან კარგი კომუნიკაცია დაამყარა. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი, ამ ასაკის ახალგაზრდებისთვის, ეს მათ განვითარებასა და ინტელექტის ამაღლებაში ეხმარებათ“, - გვიყვება, ნათია ნიჟარაძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი. 

„ჩვენ „ეტალონი“ 2016 წლიდან წარმატებით ვთანამშრომლობთ და გვიხარია, რომ ისევ ასეთივე წარმატებით ვაგრძელებთ ერთად მუშაობს, პანდემიის შემდეგ, ადგილზე პირველად გაიმართა ჩემპიონატი, რასაც ყველა დიდი მონდომებითა და მოტივაციით ელოდა. ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ, ჩართულობა მაქსიმალური იყო, ქობულეთის ბევრმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ“, - აღნიშნავს, სულხან ნიჟარაძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის წარმომადგენელი.

მოსწავლეთა გამარჯვებით ამაყობს სკოლა, განსაკუთრებით კი, დირექტორი, რომელიც მადლობას უხდის „ეტალონს“, ამხელა ემოციებისა და შთაბეჭდილებებისთვის. 

 

„მოსწავლეები დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში. ემოციებით დატვირთულები მიყვებოდნენ, თუ როგორი პოზიტიური, სამართლიანი და ობიექტური იყო ყველაფერი. ჩვენი წარმატებული მოსწავლეებისთვის საჩუქრებიც მოვამზადეთ და დიდი ოვაციებით შევეგებეთ სკოლაში. მოსწავლეები ბედნიერები იყვნენ ბატონ გოჩასთან შეხვედრით, მომიყვეს თუ რამდენი სამახსოვრო სურათი გადაიღეს და როგორ კარგად გაატარეს დრო, ბედნიერი დღე კი გამარჯვებითაც დაგვირგვინდა. დიდი მადლობა „ეტალონს“, რომ ამხელა სიამოვნება მიანიჭა ბავშვებს და მისცა მოტივაცია, რომ მეტად მოემზადონ შემდეგი გამოწვევებისთვის“, - აღნიშნავს, ნარგიზ რომანაძე, ქობულეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი. 

ემოციებით დატვირთულია გუნდის კაპიტანიც, რომლისთვისაც ეტალონი დიდ  გამოცდილებად იქცა. 

„საერთოდ არ ველოდით გამარჯვებას, ჩვენ გამოვედით გამოცდილების მისაღებად, გვაინტერესებდა როგორი იყო. გვეგონა სამეულშიც კი, ვერ მოვხვდებოდით და პირველ ადგილზე, რომ გავედით ემოციებს ვერ ვმალავდით. ბედნიერები ვართ, რომ გავახარეთ ჩვენი მასწავლებლები და სკოლა. „ეტალონმა“ უსაზღვრო ემოციები მოგვანიჭა და მასწავლებლების მხრიდან პატივისცემაც დავიმსახურეთ. პირველ რიგში, მივიღეთ უდიდესი გამოცდილება და მოტივაცია“, - გვიყვება, გიორგი მახარაძე, გუნდის კაპიტანი. 


ღონისძიების სრული ფოტოალბომი იხილეთ ბმულზე


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ასაწყობი, ტრანსპორტირებადი სკოლები რეგიონებში - 22 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია

10 ცვლილება განათლებაში მასწავლებელთა ფუნქციებს, ხელფასებს, ტრენინგებს მოიცავს - 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია

საგრანტო კონკურსის შედეგები და ყველა დეტალი - NAEC

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში გააგრძელებენ

„წარმატებები შენს ახალ და საინტერესო გზაზე!“ -ფიროსმანის საჯარო სკოლის მოსწავლემ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა

სკოლა „ცოდნას“ კურსდამთავრებულები სწავლას საქართველოსა და უცხოეთის წამყვან  საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებენ
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება