სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეებს ვურჩევ, დაისახონ მიზანი, ბევრი იშრომონ და არასოდეს დანებდნენ“ - თბილისის N107 საჯარო სკოლის პედაგოგი მაკა იაგანაშვილი
11-10-2023
-
+


თბილისის N107 საჯარო სკოლის პედაგოგი მაკა იაგანაშვილი მოსწავლეებს სწავლისადმი ინტერესის გაღვივევის მიზნით, ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებსა თუ სასწავლო მეთოდებს სთავაზობს. როგორც თავად აღნიშნავს, მასწავლებლის წარმატებას სწორედ მოსწავლის მიღწევები განაპირობებს, შესაბამისად მათ განათლებაში დიდ შრომას დებს.  ბავშვებს ხშირად ურჩევს, ბევრი ისწავლონ, იკითხონ და განვითარდნენ. თავადაც ასეთი შემართებითაა - მუდამ კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული. ესწრება სემინარებს, ვებინარებს და ცოდნას იმდიდრებს. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის პედაგოგი მაკა იაგანაშვილი პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- მოგეხსენებათ, განათლების სისტემაში აქტიურად მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი. ჩემი სკოლა კი, ერთ-ერთი პირველია სკოლათა შორის, რომელიც გადის აღნიშნულ პროცესს. მჯერა, ჩვენ ყველა ერთად, სრულიად სასკოლო საზოგადოება, დაუღალავი შრომის შედეგად შევძლებთ, ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმატებით გავართვათ თავი.

მოლოდინი და მიმღებლობა მაქვს განათლების სფეროში არსებული ყველა სიახლის. სასწავლო პროექტებში მონაწილეობით მსურს მოსწავლეებს გავუღრმავო სწავლისადმი ინტერესი.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- ვფიქრობ, მასწავლებლის წარმატებას, წარმატებული მოსწავლე განაპირობებს. წარმატებული მოსწავლე კი, თითეული გაკვეთილის შედეგია.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- თავად გიყვარდეს შენი საგანი და, რა თქმა უნდა, თითეული მოსწავლე, გაკვეთილი კი არ იყოს ერთფეროვანი და მოსაწყენი. მოსწავლეს სწავლის სურვილი უღვივდება მრავალფეროვანი აქტივობების, კონტექსტ მაგალითების შეთავაზებით. მეთოდი კი აუცილებლად დიფერენცირებულია, საკლასო აქტივობებში თითეული მოსწავლე ჩართულია, რაღა თქმა უნდა, მაქვს ახსნის ჩემეული მეთოდი, დაწყებით საფეხურზე როლური თამაშები, საგნისადმი ინტერესს უღვივებს მოსწავლეებს. თითოეულ კლასში ვქმნი პოზიტიურ სასწავლო გარემოს, სასწავლო პროცესი სითბოსა და პატივისცემას  ეფუძნება.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- დროის ზომიერ გადანაწილებას, საჭიროებებსა და პრიორიტებებზე მორგებულს. ასევე ვურჩევ, იყვნენ მიზანდასახულები. დაისახონ მიზანი, შემდეგ ბევრი იშრომონ დასახული მიზნის მისაღწევად და არასოდეს დანებდნენ, მისკენ მიმავალ გზაზე თუ დაბრკოლება შეხვდებათ.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- საფეხურეობრივი გამოცდების ჩატარებას სკოლებში.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი იქნებოდა ჩემი პროფესიული საქმიანობა სკოლაში. რთული, საპასუხისმგებლო, მაგრამ ჩემთვის უსაყვარლესი. ჩემი პროფესია თამაშის დროს არჩეული ბავშვობის ასაკში, უცვლელი მიზანი და პროფესიული ზრდა.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- სიახლეების მიმღებლობა, სისტემატიური სწავლა და სწავლება. დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მასწავლებელი კი ლამპარია სკოლის კედლებში. თუ მსურს ვიყო მოსწავლისათვის სასარგებლო და საინტერესო პედაგოგი, აუცილებელია აქტიურად ვმუშაობდე პროფესიულ ზრდაზე, ვესწრებოდე ტრენინგებს, ვებინარებს, კონფერენციებს.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება