| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას, მათი მოტივაციის გაზრდასა და სასწავლო პროცესის ხალისიანად წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სასწავლო წლის დასაწყისში, სკოლა მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადა. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სასიამოვნოდ აახმაურეს სკოლის ეზო. ღონისძიებაზე, საქართველოს დროშაც აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნიც გაჟღერდა, რამაც უფრო ემოციური გახადა დღესასწაული.
სკოლაში, სწავლება სწორედ, ისეთივე შემართებით მიმდინარეობს, როგორც დაიწყო.
მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის, სამოტივაციო გახდა სკოლის დირექტორის - ნუკრი ბერიშვილის სიტყვით მიმართვა, რომელიც მან, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას წარმოთქვა.
„გილოცავთ ახალი წლის დაწყებას, ეს წელი ყოფილიყოს წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი წელი, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის. ყველანაირად ვეცდებით, პატარებს შევუქმნათ სასიამოვნო და საინტერესო გარემო“, - აღნიშნა სკოლის დირექტორმა და გაცემული პირობის შესასრულებლად თავის მაქსიმუმს აკეთებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ