| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N49 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, ბავშვებს დირექციამ და პედაგოგებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ზეიმად უქციეს.
მოსწავლეთათვის მათ სასკოლო გარემო სადღესასწაულოდ მორთეს - საკლასო ოთახები ბუშტებითა და დეკორაციებით მოაწყვეს და 15 სექტემბერი ბავშვებს გაულამაზეს.
სადღესასწაულოდ მორთულმა გარემომ მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა და ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად უქცია.
სკოლის დირექტორმა - ეკატერინე ცაავამ ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს სწავლის დაწყება მიულოცა, მათ ბევრი წარმატება უსურვა.
„ძვირფასო ბავშვებო, პედაგოგებო და მშობლებო, გილოცავთ ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას. წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, - აღნიშნა დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო