სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოვაციები და მილოცვები - მარელისის საჯარო სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეებს სადღესასწაულო დახვედრა მოუწყვეს
09-10-2023
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. 

გიორგი კოჩიევს, ლიკა კოვზირიძეს და ბექა ჭყოიძეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ. სასკოლო საზოგადოებამ, დირექტორის ვერა ოდიკაძის ხელმძღვანელობით, სადღესასწაულო დახვედრა მოუწყო დაჯილდოებიდან დაბრუნებულ სამ წარჩინებულ მეათეკლასელს. ოვაციების, მისალმების, მილოცვების ზღვა იყო მარელისის საჯარო სკოლაში.

მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა მისალოცი ბარათები გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა. კლასის დამრიგებელმა - ინგა ვეფხვაძემ მიულოცა წარჩინებულებს კუთვნილი ჯილდო და უფრო მეტი მონდომებით სწავლისაკენ მოუწოდა მათ. მოსწავლეებმა მადლობა გადაიხადეს ძვირფასი საჩუქრისთვის.

მათ აღნიშნეს, რომ, ეს მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს სკოლას, მასწავლებლებს და დირექტორს მათზე ზრუნვისა და მხარდაჭერისათვის.

„გაგვიმრავლდეს ასეთი ლამაზი და ფერადი დღეები, მადლობა ჩვენს მოსწავლეებზე ზრუნვისა და მოტივაციისათვის. გილოცავთ, ჩვენო საუკეთესო მოსწავლეებო! მომავალი წარმატებები!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება