სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის №104 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ
09-10-2023
-
+


თბილისის №104 საჯარო სკოლა მხარს უჭერს სკოლაში სპორტული ცხოვრების წესის დანერგვას და მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.

სკოლის VI და VII კლასების მოსწავლეებმა 1-ელ ოქტომბერს, თბილისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, სასკოლო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ „მხიარულ სტარტებში“ მიიღეს მონაწილეობა, სადაც 5 თამაშიდან, 4 მოიგეს. სკოლას გადაეცა კალათბურთის და ფეხბურთის ბურთები, ხოლო მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლაში მოსწავლეებსა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს -  გაიანე ხალხატიანსა და ეკა დავლიანიძეს წარმატებას ულოცავენ. 

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიღწეულ შედეგს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ, სასკოლო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის მადლობას ვუხდით სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგებს - გაიანე ხალხატიანს და ეკა დავლიანიძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის VI და VII კლასების მოსწავლეები აქტიურად აგრძელებენ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას. 

4 ოქტომბერს, ევროპის სასკოლო სპორტის დღეს, სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სპორტის ფედერაციის მიერ ჩატარებულ „მხიარულ სტარტებში“.

ღონისძიებაში ჩართული ბავშვები დასაჩუქრდნენ ბრენდირებული მაისურებით, ჩანთებით და სიგელებით, ხოლო სკოლას გადაეცა სპორტული ინვენტარი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლა განაგრძობს სასკოლო სპორტის განვითარების მხარდაჭერას და მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება