| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი და სკოლის საინფორმაციო მენეჯერი ხათუნი ასანიძე წლის პედაგოგად დასახელდა.
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „წლის პედაგოგის“ სტატუსის მქონე მასწავლებლების, საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მათ შორის საზეიმოდ დაჯილდოვდა ხათუნი ასანიძე.
მასწავლებელს ჯილდო ახარებს და სასკოლო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„2022-23 სასწავლო წელი ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა, სოფ ვარდისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა, წლის საუკეთესო პედაგოგად დამასახელა და მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა გუნდმა საზეიმო საღამო მოგვიწყო, ეს დღე ძალიან სასიხარულოა ჩემთვის მეტი სტიმულის და ახალი იდეების, ახალი ინოვაციური პროექტების განხორციელების ძალას მომცემს.
ბედნიერ მოსწავლეებს, მადლიერ მშობლებს და დაფასებულ მასწავლებლებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მიყვარხართ, ჩემო ნიჭიერო და მიზანდასახულო მოსწავლეებო, ჩემო ტკბილო ბავშვებო, თითოეული თქვენგანის წარმატება ჩვენი წარმატებაა, რისთვისაც ვიღწვით მთელი სასკოლო საზოგადოება. მიყვარს ჩემი სკოლა“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ