| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N36 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სპორტის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. პედაგოგთა ხელმძღვანელობით ბავშვები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და ღონისძიებაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში სპორტის კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში ბავშვები საინტერესო აქტივობებში დიდი სიხარულით მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა სპორტული შესაძლებლობები „მხიარულ სტარტებში“ გამოავლინეს. აღნიშნული კვირეულის დროს გამართულმა აქტივობებმა მოსწავლეებს მოტივაცია აუმაღლა.
შეჯიბრებები მოიცავდა როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ თამაშებს, რამაც მათ თანამშრომლობითი უნარები კიდევ უფრო განუვითარა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ვიდეო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო