| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აქტიურად აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიეძღვნა, რომლის ფარგლებში, საინტერესო ღონისძიება - „ენა ბურჯია ერისა“ ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ერთდროულად დატვირთული იყო სხვადასხვა საინტერესო ნომრით, რამაც განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მას.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
„დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრება ეს დღე განურჩევლად ყველას. ამის დასტური იყო დარბაზში ხანგრძლივი ტაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ღონისძიების ორგანიზატორები ხარაულის საჯარო სკოლის წამყვანი პედაგოგი - მარინა ბერიძე და უფროსი პედაგოგი - ქეთო საფარი იყვნენ.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში