| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დავით კლდიაშვილის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთის საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები, მასწავლებლის - მაია გიორგაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.
ბიბლიოთეკარმა - ინგა აბაშიძემ მათ, ვაჟა ფშაველას მოთხრობა „შვლის ნუკრის ნაამბობი“ წაუკითხა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ბიბლიოთეკიდან სასურველი წიგნი გაიტანეს.
„ასევე მესამეკლასელებმა canva-ს პროგრამაში შორენა მასწავლებლის დახმარებით დაამზადეს ბუკლეტები და გადასცეს მეორე კლასელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეთათვის დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
„მადლობა თანამშრომლობისთვის ისტ-ის მასწავლებელს - შორენა გვენეტაძეს და სკოლის ბიბლიოთეკარ ინგა აბაშიძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თარიღი „იუნესკომ“ აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე