სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გახდი დედამიწის სუპერგმირი“ - დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე აღინიშნა
06-04-2023
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში მოსწავლეები ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

მათ ნარჩენების, მეორადი გადამუშავების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.

ისინი გაერთიანდნენ სლოგანის: „გახდი დედამიწის სუპერგმირი“, „დაახარისხე, ხელახლა, მოიხმარე გადაამუშავე“ გარშემო.

აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გეოგრაფიის მასწავლებელი ნინო ხრიკაძე ხელმძღვანელობდა.

„ყოველივე ეს დავუკავშირეთ მდგრადი განვითარების მე-11 და მე-12 მიზანს. კერძოდ, ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარებას და მდგრად მოხმარებასა და წარმოებას. ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის მივაღწიოთ ადეკვატური, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საბინაო უზრუნველყოფა და   მნიშვნელოვნად შემცირდეს ნარჩენების მოცულობა, გადამუშავებისა და ხელახალი გამოყენების მეშვეობით. დროა შევცვალოთ მიდგომა და ყოველდღიურ ცხოვრებაში დავნერგოთ ცირკულარული ეკონომიკის ძირითადი პრინციპები - გადამუშავება და ხელახალი მოხმარება, რაც ნარჩენების, სათბური აირების შემცირების და პლანეტის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების უნივერსალური გზაა. ჩვენს ირგვლივ პლანეტისა და კაცობრიობის მდგრადი მომავლის უზრუნველყოფა ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

18 მარტი ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა, რომელიც  2018 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს დედამიწის ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და ნარჩენების გადამუშავების აუცილებლობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება