სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის ეზოში მარადმწვანე წიწვოვანი მცენარეები დაირგო
31-03-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში ტყის დაცვის დღე აღინიშნა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ეკოკომიტეტის ხელმძღვანელობით, პროექტის ფარგლებში, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი აქტივობა განხორციელდა - სასკოლო საზოგადოებამ სკოლის ეზოს მწვანე სივრცის  მოწყობის მიზნით, მარადმწვანე წიწვოვანი მცენარეები - ტუია და დაფნა დარგო. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხონის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები - ბადრი ბახტაძე და ირინა ხაჭაპურიძე, საინფორმაციო შეხვედრისას დაჰპირდნენ, რომ სკოლასა და მიმდინარე პროექტს დაფნის ნერგებით ცოცხალი  ღობეების მოსაწყობად, დაეხმარებოდნენ. შედეგად კი, მათი შუამდგომლობით, სკოლას 1 000 (ათასი)  ძირი დაფნის ნერგი საჩუქრად ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სანერგე მეურნეობის ხელმძღვანელმა გადასცა, რომელმაც ითხოვა, რომ მის შესახებ ინფორმაცია არ გაესაჯაროებინათ.

მეურნეობის ხელმძღვანელმა გამოთქვა სურვილი, მომავალი თაობებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებით, ცნობიერების ამაღლებისა  და მოტივაციის გაჩენის მიზნით, მოსწავლეებს საკუთარ სანერგე მეურნეობაში უმასპინძლოს.

რაც შეეხება ტუიას ნერგებს, ისინი იმ  შემოწირულობით შეიძინეს, რომელიც სკოლის სამეურვეო საბჭოს თანხმობის საფუძველზე, სკოლისა და თემის  ფარგლებში შეგროვდა. 

„მადლობა მათ თითეული გაღებული ლარისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ნერგების დარგვაში სასკოლო საზოგადოება: მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, თანამშრომლები, სოციალური პროგრამით დასაქმებული პირები და ივანდიდის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობა მონაწილეობდა.

„მადლობას ვუხდით თითეულ მათგანს, პროექტის  ხელმძღვანელთა და სკოლის დირექტორის სახელით. ჩვენი სკოლის მომავალ თაობას და არა მარტო მათ,  ვუსურვებთ  ჯანსაღ, მწვანე და ბედნიერ დედამიწაზე ცხოვრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება