სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედოფლისწყაროს N2 სკოლის მოსწავლე გიორგი სეხნიაშვილი გარემოსდაცვით პროექტში მონაწილეობდა
17-03-2023
-
+


დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ პროექტში ხშირად ერთვებიან. 

ერთ-ერთი ასეთი მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი სეხნიაშვილია. ის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის - „სატყეო სკოლა“ ფარგლებში, მიმდინარე სასწავლო კურსში მონაწილეობდა. ის აქტიურად ჩაერთო, დრო ნაყოფიერად გაატარა და ცოდნა გაიღრმავა.  

აღსანიშნავია, რომ გიორგი სეხნიაშვილი სკოლის ეკოკლუბის - „შექმენი მომავლის“ აქტიური წევრია. 

სასწავლო კურსით IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ტყის მართვის სისტემისა და ტყის ბიომრავალფეროვნების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამა „სატყეო სკოლა“ ყოველწლიურად ჩატარდება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა კურსდამთავრებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.

მონაწილე მოსწავლეებმა როგორც ონლაინ, ისე საველე პრაქტიკა გაიარეს. 

„წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება