TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საუკეთესო დირექტორი არის ადამიანი, რომელსაც უპირობოდ უყვარს მოსწავლეები“ - თეა ჭკადუა, იდლიანის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
27-01-2023
-
+


თეა ჭკადუა, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც ტოლერანტობა და სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპებია. როგორც თავად გვიყვება, ძალიან უყვარს ბავშვები, თვლის, რომ საუკეთესო დირექტორი არის ის, ვისაც უპირობოდ, საკუთარი შვილებივით უყვარს მოსწავლეები. დირექტორობამ ასწავლა საქმის მიმართ სიყვარული, აუმაღლა პასუხისმგებლობის გრძნობა და გახადა მეტად ბრძოლისუნარიანი, ყოველივე ეს კი, აქცევს მას წარმატებულ ხელმძღვანელად. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ თეა ჭკადუასთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- მაქვს 9 წლიანი გამოცდილება სკოლის დირექტორის პოზიციაზე და 20 წლიანი მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება, მაგრამ თვითშეფასება ცოტა რთულია ჩემთვის, მნიშვნელოვანია უკუკავშირი მოვისმინო ჩემი მოსწავლეებისგან, კოლეგებისა და მშობლებისგან. ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ საკუთარი ინტერესებისათვის, სხვას არ უნდა მივაყენოთ ზიანი, უნდა ვიყოთ ტოლერანტები, სამართლიანები.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- მასწავლებელი და ვარ კიდეც. მიყვარს ჩემი ბავშვები, მათ გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. მინდა ვიყო მათვის ისეთი დირექტორი და მასწავლებელი, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- საქმის მიმართ სიყვარული, პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, მეტად ბრძოლისუნარიანი გამხადა საკუთარმა პროფესიამ.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- ვერავის გამოვყოფ, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო დირექტორი არის ადამიანი, რომელსაც უპირობოდ, საკუთარი შვილებივით უყვარს თავისი მოსწავლეები, ორიენტირებულია მათ წარმატებასა და პროგრესზე, ზრუნავს პოზიტიური სასკოლო კლიმატის შექმნასა და განვითარებაზე.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- საკუთარმა ცხოვრებისეულმა და პროფესიულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ უნდა გავცე მეტი სიყვარული, გავითვალისწინო სხვათა ინტერესები და უფლებები, დავისახო მიზანი წარმატების მისაღწევად და ერთი წამითაც არ შემეპაროს ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და ვიყო მადლიერი იმისათვის, რაც მაქვს...

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება