სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მიუხედავად ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილებისა, იყო დირექტორი დიდი პასუხისმგებლობა“ - ვიოლა აკობიძე, ახალშენის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი
25-01-2023
-
+


ვიოლა აკობიძე, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის, პასუხისმგებლობით აღსავსე და მიზანდასახული დირექტორია. როგორც თვითონ გვიყვება, ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილების მიუხედავად, დირექტორობამ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მისცა. მისთვის მთავარ მიზანს სწავლისათვის სანიმუშო გარემოს შექმნა წარმოადგენს. etaloni.ge წარმოგიდგენთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ვიოლა აკობიძესთან:

- საკუთარ თავს დავახასიათებ, როგორც...
- მიზანდასახულ და დიდი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად.

- რომ არა დირექტორი, ვიქნებოდი...
- მასწავლებელი.

- რა თვისებები შეგძინათ თქვენმა პროფესიამ ?
- ცხოვრება მასწავლა და სიკეთის ფასი.

- თქვენი სამაგალითო კოლეგა დირექტორი...
- იყო და დარჩება ჩემი დირექტორი, აწ გარდაცვლილი ბატონი გიორგი მამარდაშვილი.

- გამოცდილება, რომელმაც შემცვალა...
- მიუხედავად ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური გამოცდილებისა, იყო დირექტორი დიდი პასუხისმგებლობა და ნდობაა, ამიტომ მეტად ვაკონტროლებ საკუთარ თავს, რომ ვიყო გამგები და შევქმნა სწავლისათვის სანიმუშო გარემო...!

- თქვენი საყვარელი სიტყვა...
- „ცხოვრების უდიდეს ლოდებს შორის ყოველთვის ხარობს ყვავილი რომელსაც: „იმედი“,  ჰქვია“.

- რა შეკითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს ?
- გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე მომავალ წლებში როგორი იქნება მოსწავლეთა კონტიგენტის მდგომარეობა, რადგან სოფლიდან რაიონში გადინებას აქვს ადგილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება