TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

სკოლის ხელმძღვანელები დირექტორთა ტრენინგების აუცილებლობაზე საუბრობენ - „ქოუჩებიც არ მოდიან, რომ გადაგვამზადონ“... 
25-01-2023
-
+


პროფესიული გადამზადება და ტრენინგები განათლების სფეროში მოღვაწე თითოეული ადამიანის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით სკოლის ხელმძღვანელებისთვის, განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდეციების მუდმივად გაცნობა აუცილებელია. სწავლების ახალი მეთოდების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება და ახალი უნარების გამომუშავება მუდმივი გადამზადების შედეგია. სახელწიფო მასწავლებლების გადამზადებაზე აქტიურად ზრუნავს და მათ პროფესიულ განვითარებას ხელს უწყობს, თუმცა დირექტორები ამ მხრივ განებივრებულნი არ არიან. 

საინტერესოა, თავად რას ფიქრობენ საჯარო სკოლების დირექტორები - აუცილებელია თუ არა მათი მუდმივი გადამზადება და უნდა ეხმარებოდეს თუ არა სახელმწიფო ამაში.

ამასთან დაკავშირებით Etaloni.ge დაუკავშირდა სკოლის დირექტორებს - გთავაზობთ მათ შეხედულებებს:  

მაია ხალილაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორების მუდმივი გადამზადება, რა თქმა უნდა, აუცილებელია. დირექტორი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე. განათლების სისტემა ისეთია, რომ მუდმივი ცვლილებებისა და სიახლეების დანერგვაა საჭირო. დირექტორმაც უნდა აუწყოს ფეხი ამ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, მოხარული ვიქნები, თუ სახელწიფო მეტად იზრუნებს და დაგვეხმარება გადამზადებაში. პირადად ჩემთვის, ზედმეტი არ იქნებოდა არაფერი, რაც ცოდნასა და გამოცდილებას შეეხება.

მზექალა მინაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორები მუდმივ გადამზადებას აუცილებლად უნდა გადიოდნენ. განათლების სფეროში სიახლეები აქტიურად ინერგება, ამიტომ საჭიროა, დირექტორი საქმის კურსში იყოს მუდმივად. როდესაც კომპეტენტურია დირექტორი, სკოლას უკეთესად მართავს.

მანანა ბახტურიძე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი:

მიმაჩნია, რომ დირექტორები მუდმივ გადამზადებას უნდა გადიოდნენ. ლიდერობის აკადემიის  ტრენერი ვარ, თავად ვუტარებდი დირექტორებს სამი წლის განმავლობაში ტრენინგებს და მარტო ჩემ აზრს არ მოგახსენებთ. ყველანი ერთხმად აღვნიშნავთ, რომ ეს საჭიროა. სასწავლო პროცესი და სასკოლო ცხოვრება არის მუდმივი, ცოცხალი პროცესი და შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები აქტიურად მიმდინარეობს. საკანონმდებლო ჩარჩოებიც იცვლება გარკვეულწილად ამ საგანმამათლებლო სისტემასთან მიმართებით. დირექტორი მუდმივად უნდა იმაღლებდეს კვალიფიკაციას. გამოცდა რამდენად მაღალ ქულებზეც არ უნდა ჩააბარო, აუცილებელია მუდმივად ვითარდებოდე. ტრენინგების გარეშე არ გამოვა არაფერი.

დავით ჯაბუა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხრიალეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დირექტორთა მუდივი გადამზადება აუცილებელია. სოფლის სკოლებში დირექტორთა და მასწავლებელთა განვითარებაზე ზრუნვას სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება აკლია. არც ქოუჩები მოდიან, რომ ტრენინგები ჩაგვიტარონ, რაც ძალიან სამწუხაროა. სასწავლო გეგმა უნდა იყოს მორგებული ყველა კლასზე, რაც სამწუხაროდ  პედაგოგებმაც არ იციან.

თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გურიანთის საჯარო სკოლის დირექტორი:

აუცილებელია დირექტორთა მუდმივი გადამზადება. ფეხი უნდა ავუწყოთ სიახლეებს - ეს მნიშვნელოვანია. დირექტორი მასწავლებელს გაკვეთილზე ესწრება, სწორედ ამიტომ, მასაც უნდა ჰქონდეს სრულყოფილი ცოდნა და ინფორმაცია. ის ყველაფერში უნდა ერკვეოდეს. დირექტორი მხოლოდ დამკვირვებელი არ უნდა იყოს. ის ამავდროულად მასწავლებელიც უნდა იყოს და ყველასთან კონტაქტი ჰქონდეს.

ეთერ წილოსანი, ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, მუდმივ გადამზადებას დირექტორები საჭიროების შესაბამისად უნდა გადიოდნენ. თუ თვლის, რომ სჭირდება აუცილებლად უნდა გაიაროს. ასევე აღსანიშნავია, როგორც ხელმძღვანელები და მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყვნენ ახლის ძიებაში და ორიენტირებული იმაზე რომ თავიანთ სფეროში ცოდნა გაიღრმავონ. სახელმწიფოს როლი დიდია, მან ხელი უნდა შეუწყოს როგორც მასწავლებელბს, ასევე დირექტორებსაც და მათ გადამზადებაში შესაბამისი რესუსრი დახარჯონ.


სპარტაკი დათიკიშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სართიჭალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორები მუდმივ რეჟიმში გადამზადებას აუცილებლად უნდა გადიოდნენ. დატრენინგება და გადამზადება, საჯარო სამსახურში დასაქმებული ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. სამინისტოში სიახლეებს მუდმივად ნერგავენ, შესაბამისად, არ უნდა ჩამოვრჩეთ სიახლეებს. საჭიროა, მას ფეხი ავუწყოთ. სახელმწიფომ იგივე რესურსი უნდა ჩადოს დირექტორების გადამზადებაში, რასაც მასწავლებელთა მომზადებაში დებენ. აუცილებელია მათი ხელშეწყობა ამ მიმართუელბით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება