სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უსასრულო მოლოდინი“- ძენწმანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მაგდა მიქელაძემ სათქმელი ლექსით გადმოსცა
24-01-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული, ბეჯითი, განვითარებაზე ორიენტირებული და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს. 

ერთ-ერთი მათგანი მე-9 კლასის მოსწავლე მაგდა მიქელაძეა. ის გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეა. ამჯერად მან არაჩვეულებრივი ლექსი - „უსასრულო მოლოდინი“ დაწერა. 

სკოლის დირექტორი ცირა აბულაძე მის ნაშრომს გვიზიარებს, ამაყობს და წინსვლას უსურვებს.

„მაგდა მიქელაძის გულის ამოძახილი. მჯერა შენი ლამაზი მომავლის, ჩემო მაგდა, წარმატებებს გისურვებ“,- წერს ცირა აბულაძე. 

ჩვენ ლექსს უცვლელად გთავაზობთ. 

უსასრულო მოლოდინი

როდის, დადგება ჟამი, გამარჯვების?!
არის მიზეზი, მტრების გამართლების?
როდის გაივლის ფიქრი და დარდები?!
როდის გაიხარებს, ისევ ვარდები?!
კრწანისის ბრძოლაში, სისხლის მდინარე,
მეომრის გული აწ უკვე მძინარე!
გამცილდი ღამევ და გათენდი დღეო,
ალიონს, ამოდი კაშკაშა მზეო!
ვაი მებრძოლებს, სისხლისგან დასვრილებს...
ვაი მათ დედებს, ცრემლისგან დაცლილებს!..
როდის დასრულდება მათი წამება?!
წლები გადაექცათ მხოლოდ წამებად.
ნეტავი ბალღებმა რა დააშავეს,
ღამე მწუხარებით რომ გაატარეს?!
სამშობლოს შესწირეს ვაჟკაცი მამა...
გული გაჩერდება... დრო მაინც გავა!
ფიქრებს ვერ უშველის ვეღარაფერი,
მათთვის სულერთია უკვე ყველაფერი!
დედა სასთუმალთან სანთელს აანთებს,
თუმცა გატეხილ გულს ვეღარ გაამრთელებს!
მეომრის სული ზეცაში აფრინდა,
ბავშვობის ოცნება წამში გაფრინდა...
გამცილდი ღამევ და გათენდი დღეო,
ალიონს ამოდი კაშკაშა მზეო!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება