სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალ წელს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
09-01-2023
-
+


ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი წლის შემობრძანება მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს. ბავშვები, მასწავლებლებთან ერთად, სხვადასხვა საახალწლო აქტივობებში აქტიურად ჩაერთნენ.

ყველა კლასში მოსწავლეებმა საკლასო აქტივობებით გაახალისეს გარემო. მე-3 კლასმა, დამრიგებლის - ნანა გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, საკლასო ღონისძიება გამართა და მთელ საქართველოს და მსოფლიოს ბედნიერი წელი ურუსვა.

მე-5 და მე-5 კლასების მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებელთან - მანანა ნოზაძესთან ერთად, გააცოცხლეს „ჩემი თავგადასავლის“ პერსონაჟები. როლური თამაშით გამხიარულებულმა ბავშვებმა ბედნიერად დაიწყეს საშობაო არდადეგები.

„პირველკლასელთა სამყარო მათი დამრიგებლების ნანა დათეშიძისა და ქეთი მიხელიძის წყალობით ჯადოსნური იყო. თოვლის პაპა, ბევრი საჩუქარი, ცეკვა-სიმღერა, მოკოპწიავებული გარემო და მხიარული სახეები - ასე შეიძლება აღიწეროს პირველკლასელთა განწყობა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მე-4 კლასმა დამრიგებლის - მარიამ გამეზარდაშვილისა და ხელოვნების მასწავლებლის - ქეთევან კაპანაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს კუთხეთა საახალწლო ტრადიციების შესახებ მხიარული და საინტერესო ღონისძიება წარმოადგინეს. მათმა ინფორმაციულმა და ხალისიანმა გამოსვლამ დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საწუხაროდ, მე-4 კლასს უკვე მომზადებული ღონისძიების გადადება მოუწია, დამრიგებლის - ელზა ბრეგვაძის ჯანმრთელიბის მდგომარეობის გამო, თუმცა, ბოლოს, მუსიკის მასწავლებლის, იამზე შუკაკიძის ორგანიზებით, მხიარული შეჯიბრი - „ნაძვის ხეების კონკურსი“ გაიმართა.

კონკურსის მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გაღვიძება და გამოვლენა, მათში მიმალული ნიჭის აღმოჩენა იყო.

მოსწავლეებს უნდა დაემზადებინათ ხელნაკეთი ნაძვის ხეები. წახალისების მიზნით, 1-ელი ადგილის მფლობელს გადაეცა  დიპლომი და ფასიანი საჩუქარი (დუმბაძის პროზა), მეორე და მესამე ადგილზე გასულთ კი - სერტიფიკატები. სულ 24 საკონკურსო ნაძვის ხე დამზადდა. მათი ავტორები არიან -  VII კლასი - ლიზი ყიფშიძე; VIII კლასი - თეონა ხვედელიძე, დათო შეყილაძე, დიმიტრი შეყილაძე; V   კლასი  - მარი ბახტურიძე, სალომე ზაბახიძე,  გიორგი ცარციძე, გიორგი ცხადაძე, ქეთი შეყილაძე, დიანა ლაბაძე; V კლასი -  ნინო ღუღუნიშვილი, გიორგი მოდებაძე, მარიამ სამხარაძე, თამუნა სამაკაშვილი, ნინი ასანიძე; VII ა  კლასი-   ნინო კუპატაძე, ნია კუპატაძე; VIII   კლასი -  დათო ცხადაძე, თაზო ბრეგვაძე. VI კლასი -  ნიკოლოზ ნადირაძე, გიორგი ჯაჯანიძე, ბარბარე იობაშვილი, ანასტასია მეგრელიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე. პირველი ადგილი  მე-8 კლასიდან თეონა ხვედელიძემ მოიპოვა,  ხოლო - მე-2 და მე-3 ადგილები თაზო ბრეგვაძემ (მე-8 ) და ბარბარე იობაშვილმა (მე-6). ზოგიერთი ნაძვის ხე ქველმოქმედების მიზნით, ბავშვებმა მიართვეს დღის ცნეტრ „ჯეჯილის“ ბენეფიციარებს.  დანარჩენმა კი სასკოლო გარემო დაამშვენა.

ნაძვის ხე, რომელმაც ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და  პირველი ადგილი დაიკავა,  სიმბოლურად  მუსიკის კაბინეტში დარჩა, რათა სკოლის საზოგადოებამ ხშირად უცქიროს და იფიქროს მომავალში როგორ შექმნან ხელოვნების ნიმუშები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 6 ივლისს იწყება - ეტაპები და სხვა დეტალები ცნობილია

პრემიერის განმარტება ჩინეთში შეკერილ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - „ეს არის ზოგადი განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი“... 

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება