სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში გამართული გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხუცებულთა გახარებას მოხმარდა
28-12-2022
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მე-10 კლასში ახალი საგანი მეწარმეობა ისწავლება, გარდა ამისა, ინოვატორთა კლუბი ჩამოყალიბდა. 

მათ სამი თვის განმავლობაში ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს. ამჯერად, კი სააქტო დარბაზში აღნიშნულ პერიოდში შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს. მათ ყველა ეტაპი გაიარეს და მომხმარებელს საჭიროებაზე მორგებული ნივთები შესთავაზეს.

მოსწავლეებმა გაყიდული ნივთებიდან შემოსული თანხითა და საქველმოქმედო შემოწირულობით ტკბილეული შეიძინეს და ორი სოფლის - განახლებისა და თაგოს უხუცეს მკვიდრებს ახალი წელი ტკბილეულით მიულოცეს. 

აქტივობამ უდიდესი წარმატებით, ნაყოფიერად ჩაიარა.

„ეს სამი თვე, მეწარმეობის გაკვეთილზე ყველაზე მეტი ვისწავლეთ, ვარჩევდით, ვგეგმავდით, ვიკვლევდით. ხალისით ნასწავლი ნივთებით მათ ჩვენი საახალწლო ნაძვის ხეები და განწყობა გაგვილამაზეს. გვქონდა სიმღერები, ლექსები, ვიცეკვეთ.
სკოლის დირექტორმა ახალი ნაძვის ხე აგვინთო...
მადლობა ბავშვებო ამ შრომისთვის! თქვენ შეძლებთ გახდეთ კარგი მეწარმეები!
მადლობა ნინო შაინიძეს, ლომის წვლილი გაქვს ჩვენს წარმატებაში!
მადლობა ჩემს კოლეგებს, თქვენ რომ არ მედგეთ გვერდში,მე რა შემიძლია?!
და განსაკუთრებული მადლობა, სკოლის დირექტორს ლია ბოლქვაძეს ყველაფრისთვის, ჩემი ატანისთვის, ხელშეწყობისა და იმისთვის, რომ თქვენი გუნდის გვერდით მუდმივად დგახართ“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება