| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის Xა და Xბ კლასებში ხელოვნებასა და მუსიკაში პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამჯერად, კი მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მუზეუმში იმყოფებოდნენ.
Xა და Xბ კლასების მოსწავლეებმა, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს. გასვლითმა გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. მუზეუმის თანამშრომლებისგან კი ბავშვებმა ექსპონატების წარმომავლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
„განსაკუთრებით, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის გიდის - ქალბატონი მარინე სულაქველიძის საოცრად თბილი დახვედრა გვინდა, რომ აღვნიშნოთ. მან კომპოზიტორის მოღვაწეობა საინტერესოდ წარმოგვიდგინა, ასევე ცნობილი ოპერა აბესალომ და ეთერი, აბიო მეფე.... და მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შესრულებით „დამისხი დამალევინე“ მოგვასმენინა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ქალბატონ მარინას დიდი სიამოვნებითა და ყურადღებით მოუსმინეს და საუკეთესო შეფასებებიც დაიმსახურეს : „კულტურული და საუკეთესო მსმენელები“. დასასრულს კი მარინე სულაქველიძემ მოსწავლეებს კომპოზიტორის როიალზე სასურველი ნაწარმოების შესრულების უფლება მისცა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში