სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

Who ate fake? - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო გაკვეთილი
19-12-2022
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-7დ კლასში დამრიგებელმა სალომე საგანელიძემ თემაზე - Who ate fake? (ვინ შეჭამა ფეიკი?) გაკვეთილი ჩაატარა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ. 

აღნიშნული გაკვეთილი შემდეგი ორი შრომატევადი აქტივობით შემოიფარგლებოდა:

1. Facts or Fake? - მოსწავლეებმა წაიკითხეს ინფორმაციული ტექსტი ესკიმოსების შესახებ და გადანაწილდნენ ჯგუფებში. მასწავლებელმა მათ იგივე ტექსტი, შეცვლილი ფაქტებითა და არასწორი ინფორმაციით დაურიგა. მოსწავლეებმა ჯგუფში მსჯელობის შედეგად შეასწორეს ინფორმაციები და იმსჯელეს დამახინჯებული ფაქტების შესახებ.
2.Who ate fake? - ერთი მოსწავლე უყურებდა ვიდეოს, მეორე კი ვიდეოს წინ ზურგით იდგა. მოსწავლე ხსნიდა მოქმედებებს და იყენებდა present continuous tense. მეორე ინიშნავდა და შემდეგ უყვებოდა სხვას გაგონილს.
 
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოვლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებს დაეხმარათ გაეგოთ, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ინფორმაცია და როგორ შეიძლება მივიდეს ადრესატამდე სწორი ან არასწორი ფორმით. გაკვეთილი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.

„ბევრი ფიქრი და შრომაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ შესაძლებლობა განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარები და შევაძლებინოთ მათ სოციუმში ინტეგრირება. მედიაწიგნიერება გამჭოლი კომპეტენციაა და პედაგოგის პირდაპირი მოვალეობაა დაეხმაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად ორიენტირდნენ მედიასივრცეში, იყვნენ კრიტიკულები და დარწმუნდნენ ფაქტების სანდოობაში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება