| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლის მოსწავლეები დეკემბრის პირველ დღეებს მრავალფეროვანი ღონისძიებით შეეგებნენ.
მოსწავლეებმა ბარაქიანი შემოდგომის გაცილება და თეთრი, ზღაპრული ზამთრის დასაწყისი საინტერესო ღონისძიებით აღნიშნეს, რომლის ორგანიზატორიც ხელოვნების მასწავლებელი - ქეთინო პირველი გახლდათ .
როგორც სკოლის პედაგოგები აღნიშნავენ, შემოდგომის თვეები დახუნძლული იყო ბავშვების მიერ განხორციელებული შემოქმედებითი აქტივობებით. თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ქმნიდა ნამუშევრებს, რომლებსაც შემდგომ მასწავლებელთან წარადგენდნენ.
„სკოლაში ბევრი ხალისიანი და ინტერესით აღსავსე დღე გავატარეთ ერთად და ზამთრის მიჯნას მეჯლისივით დავახვედრეთ ძველი სტილის შემოდგომის საღამო, მოკრძალებული მორთული ხილით, ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთებითა და რა თქმა უნდა, თავად სიყვარულით“, - აღნიშნა პედაგოგმა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ისინი წარმოაჩენენ თავიანთ ხედვას, შემოქმედებით ნიჭსა და შესაძლებლობებს. სხვადასხვა აქტივობები კი მათ ერთმანეთთან აახლოვებს, რაც ასევე მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის მიმდინარე სასწავლო პროცესს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ