სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაციას მაძლევს ჩემი მოსწავლეებისა და კოლეგების დამსახურებული წარმატება“- ნატო ესართია, აფხაზეთის N14 სკოლის დირექტორი
30-11-2022
-
+


ბავშვებთან კომუნიკაცია, გამოწვევებთან გამკლავება  და პროფესიის დიდი სიყვარული გახდა მთავარი მამოტივირებელი ძალა იმისა, რომ დღეს აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ესართიაა. საგანმანათლებლო სივრცე დიდი პასუხისმგებლობებითაა სავსე, თუმცა  სკოლის ლიდერი  კოლეგებთან ერთად მუდამ ცდილობს საინტერესო გარემო შეუქმნას მოსწავლეებს. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ნატო ესართიასთან: 

- თქვენი საყვარელი ფრაზა...

-„დაე, ცხოვრებამ ყოველთვის მოგცეთ თქვენი იდეების რეალიზაციისთვის შანსი“.

- რას ნიშნავს თქვენთვის პედაგოგის პროფესია?

- პედაგოგის პროფესია რთულია, მაგრამ საინტერესო. პედაგოგობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. პედაგოგს უნდა უყვარდეს ის, რასაც ასწავლის და ვის ასწავლის. 

- ბავშვებთან ეფექტური კომუნიკაცია არის...

- ჩემთვის - მათდამი დიდი სიყვარული, სიხარულის, ტკივილის გათავისება. ურთიერთობა -  ნდობასა  და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული.

- კოლეგის რჩევა, რომელიც განსაკუთრებით მახსოვს...

- არ გაჩერდე, წინ წარმატებისკენ!

- საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე რთულია...

- თუ ჩამორჩები ახალ გამოწვევებს.

- მოტივაციას მაძლევს...

- ჩემი მოსწავლეებისა და კოლეგების დამსახურებული წარმატებები.

- კმაყოფილი ვარ, როდესაც სკოლაში...

- მხვდება ძალიან სუფთა, ჯანსაღი, თბილი, მომავლის იმედით განწყობილი მოსწავლეები და კოლგები.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება