სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუქედის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
18-10-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობდნენ.

ჩემპიონატის I ეტაპში 12 მოსწავლე ჩაერთო, რომელთაც „ეტალონის“ ონლაინ სიგელები მიენიჭათ. დისტანციური კონკურის მეორე ეტაპში 9 მოსწავლე - ანრი ივანიაძე (VIII კლასი), თომა მაღულარია (VIII კლასი), გიორგი მინაშვილი (VIII კლასი), ნიკოლოზ იობიძე (X კლასი), ინგა ივანიაძე კლასი (VIII კლასი), ლუკა შათირიშვილი (X კლასი), ლუკა მამფორია (VIII კლასი), ანასტასია ნანობაშვილი (VIII კლასი) და ლუკა ივანიაძე (IX კლასი), გადავიდა. მათ ოქროს სიგელები დაიმსახურეს.

ამასთან,  ინგა ივანიაძე, ანრი ივანიაძე, ლუკა მამფორია და ანასტასია ნანობაშვილი ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგში მოხვდნენ.

ინგა ივანიაძე ვანის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის II ადგილის მფლობელა, ანრი ივანიაძე მაღალქულიანთა რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს, ლუკა მამფორია მეექვსეს, ანასტასია ნანობაშვილი კი - მერვე ადგილს.

აღსანიშნავია, რომ ვანის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცა.

ვანის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ვანის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი7 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება