სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი იმერეთი“ - ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტზე მუშაობენ
18-10-2022
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით საინტერესო პროექტებს აქტიურად ახორციელებენ.

ამჯერად, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები პედაგოგების - მაია ფეიქრიშვილის და ირინა უგულავას ხელმძღვანელობით პროექტზე - „ჩვენი იმერეთი“ აქტიურად მუშაობენ.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობა ხონის ისტორიული მუზეუმის მონახულება იყო, რამაც მოსწავლეებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა.

„როგორც ყოველთვის, სიხარულითა და სიყვარულით მიგვიღო მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა ჯოხიძემ და საინტერესო მეგზურობა გაგვიწია. ასევე შთამბეჭდავი იყო ქალბატონი ჩიტო კერესელიძის მონათხრობი ხონელ გმირებზე, რომელთაგან ბევრმა სიცოცხლე გაწირა სამშობლოსათვის. ერთ-ერთი იყო აკაკი ტერელაძე, რომლის სახელობისაა ჩვენი სკოლა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის შესანიშნავი ეთნოგრაფიული ეზოც, გადაიღეს სამახსოვრო სურათები და გამოხატეს სურვილი ყვავილითა და სხვადასხვა ხეების ნერგებით შეავსონ ეს მშვენიერი ეზო.

ჩვენი მოგზაურობა გრძელდება, დაგეგმილი გვაქვს ვეწვიოთ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს. წინა კვირაში არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან და ბოლოს გამოვუშვებთ კედლის გაზეთს, სადაც ვრცლად გავაშუქებთ იმ ემოციებს, რაც მივიღეთ და გაზაფხულის სამომავლო გეგმასაც გაგიმხელთ.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექციას მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება