სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ის არამარტო ჩვენი, მსოფლიო გმირია“- ქუტირის საჯარო სკოლაში კაპიტან ივერი ბუაძეს უმასპინძლეს
18-10-2022
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში ყოველთვის საინტერესო სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები, მოსწავლეებს ხშირად ახვედრებენ ჩვენი ქვეყნისთვის სამაგალითო პიროვნებებს.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებს და პედაგოგებეს ჩვენი დროის გმირი, კაპიტანი ივერი ბუაძე შეხვდათ. ქართველი გმირის შესახებ მოსწავლეებმა თემაც კი დაწერეს, კონკურსში გაიმარჯვეს და სერტიფიკატიც დაიმსახრეს.

სასკოლო საზოგადოებისთვის კაპიტანთან შეხვედრა ამაღელვებელი და დაუვიწყარი იყო. საპატიო სტუმარს საჩუქრად ივერის ღვთისმშობლის ხატი გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ორგანიზატორი ისტორია - გეოგრაფიის მასწავლებელი მაია ფეიქრიშვილი იყო.

„ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები რა ხანია ელოდნენ ჩვენი დროის გმირს, ივერი ბუაძეს.

ივერი არამარტო ჩვენი, მსოფლიო გმირია, სიკვდილის დამმარცხებელია. იგი ავღანეთში დაიჭრა, გადაიტანა 62 უმძიმესი და ურთულესი ოპერაცია, გაიარა სარეაბილიტაციო ხანგრძლივი კურსი გერმანიასა და ამერიკაში და დღეს, შესაშური სიმშვიდით ჰყვება ამ ყველაფერის შესახებ...

სევდანარევი სასიამოვნო შეხვედრა შედგა, კაპიტანი ბუაძე თბილად ესაუბრა მოსწავლეებს მომავლის სწორად დაგეგმაზე, პროფესიის არჩევაზე და რა მნიშვნელობა აქვს მიზანდასახულობას, რწმენას...

მშობლიური სკოლის სახელით ივერის გადასცეს ღვთისმშობლის ხატი და კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გმირობისთვის საამაყოა, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობს და სამომავლო კეთილ საქმეებზე საუბრობს კაპიტანი ბუაძე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება